სიონის საკათედრო ტაძარში წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებთან და მღვდელთმთავრებთან ერთად ასრულებს. სიონის ტაძარში დაბრძანებულია ჯვარი, რომელიც გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინოს ჰქონდა თან, როდესაც ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში ჩამოვიდა. წმინდა ნინოს ჯვარი მთელი დღის განმავლობაში გამობრძანებული იქნება ტაძრის ცენტრში და მრევლს საშუალება ექნება, ემთხვიოს…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. 1700 წლისთავის აღსანიშნად, 10:00 საათიდან წირვა დაიწყო სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე და საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში. სადღესასწაულო წირვას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. ის შეუერთდება მსვლელობას, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის. პრეზიდენტი ფოკაში წუხელ ჩავიდა. წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი…
საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან იმყოფება. ადგილზე მორწმუნეები კოცონთან არიან შეკრებილი, რომლის ანთებაშიც პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა. შეკრებილები ხალხური ცეკვა-სიმღერითა და ლექსებით ხვდებიან დღესასწაულს. პირველ ივნისს, 10:00 საათზე პრეზიდენტი ფოკას მამათა მონასტერში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრება, რის შემდეგაც მსვლელობას…
22-27 მაისს მიტროპოლიტ პანტელეიმონ პაპაგეორგიუს სახელობის ეკუმენური, მისიოლოგიური და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ქართველ თეოლოგების და თეოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტების მონაწილეობით თესალონიკში თეოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა, რომლის თემა იყო „მართლმადიდებელი თეოლოგია და მოწმობა“. ათონის მთის წმინდა კინოტის მიწვევით, სიმპოზიუმის ქართველმა მონაწილეებმა მოილოცეს ათონის მთის მონასტრები. შეხვდნენ წმინდა მთის მონასტრების წინამძღვრებს, სასულიერო პირებს. გაიმართა დიალოგი საღვთისმეტყველო საკითხებზე….
ა.წ. 1 ივნისს იწყება აღნიშვნა საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს, ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავისა. ამასთან დაკავშირებით ხვალ, შაბათს, 10:00 საათზე მღვდელმთავრების მონაწილეობით წირვა დაიწყება ახალქალაქის რაიონის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე და საქართველოს ყველა ეკლესიაშიც. თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და გამობრძანებული იქნება წმინდა ნინოს ჯვარი….
ა.წ. 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მდებარე წმ. მეფე თამარის სახელობის საქართველოს საპატრიარქოს სკოლა-პანსიონის მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები, მათი მშობლები და პედაგოგები მიიღო. მისმა უწმინდესობამ დალოცა ახალგაზრდები, ღვთის მფარველობა და წარმატებები უსურვა და სკოლას ღვთისმშობლის ხატი და წიგნები გადასცა. აღნიშნული სასწავლებელი გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები…
კონკრეტული პროგრამა დაიწერა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ თავისი თავის რეალიზება და გაჩნდება პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები მოახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, – ამის შესახებ მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურმა, მამა გიორგი ფირცხელანმა სამების ახალგაზრდულ ცენტრში, ახალგაზრდების თვითრეალიზაციის პრობლემაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებასაც, თუმცა ძირითადი პრობლემა მათი შინაგანი მდგომარეობაა და იმ…
2019 წლის 29 მაისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა მაგისტრანტ გივი ვაშაკიძის სამაგისტრო ნაშრომის ,,ქრისტიანული ეკლესიის ბრძოლა არიანელობის წინააღმდეგ“ დაცვა. ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე, რეცენზენტი – დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე. დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრები. მაგისტრანტმა წარმოადგინა ნაშრომის ანოტაცია და ძირითადი დასკვნები. გივი ვაშაკიძემ…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა აფხაზეთის ომის დროს მოწამეობრივად აღსრულებულ მღვდელმონოზონ ანდრიას (ყურაშვილი) დედას. — patriarchate.ge