6 და 7 ივნისს ბუქარესტში, რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „რელიგიური თავისუფლების პოზიტიური მხარე: როგორ შეიძლება ჩაერთოს სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში“. კონფერენციაში: ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), ევროკომისია, რუმინეთის, ფინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ესტონეთის, ნორვეგიის, საქართველოსა და აშშ-ის ქვეყნები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია. რელიგიის სააგენტოს…
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია განაგრძობს სამუშაო ვიზიტს რუმინეთის სახელმწიფოში. ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი უკლებამ, შეხვედრა გამართა ბუქარესტის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის წინამძღვართან, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოს ვარლამთან. შეხვედრაზე გიორგი უკლებამ ისაუბრა საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებასა და რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. ხაზ გასმით აღინიშნა რუმინეთის რელიგიის საკითხთა…
ეს რომ ჩატარდეს, საქართველოს ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ქვლივიძემ ლგბტქ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ლგბტქ პრაიდის კვირეულში მონაწილეობა, სასიკვდილო ცოდვაა. „ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წარღვნის მიზეზი ეს იყო. ამის გამო ინგრეოდა უდიდესი…
ბოდბეში, ახლად გახსნილ ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პანაღიით დააჯილდოვა, ხოლო ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭა. პატრიარქმა დღეს ასევე სიგელებით დააჯილოდოვა ყველა, ვისაც წვლილი მიუძღვის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობაში და სასულიერი პირები. ბოდბის დედათა მონასტერის ახლად გახსნილ ტაძარში წირვაზე საქართველოს პრეზიდენტი…
მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქაგადებისას განაცხადა. „დღეს ყოველი ქართველი ადამიანი უგალობს წმინდა ნინოს. აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი ელოდა საქართველო ამ ტაძარს. წმინდა ნინო რომ ჩამოვიდა ბოდბეში, მან ააშენა წმინდა…
ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში დღეს პირველ წირვას ატარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. წირვის დაწყებამდე მღვდელმთავრებმა წმინდა ნინოს სახელობის ახლად აშენებული ტაძარი აკურთხეს. ილია მეორესთან ერთად ბოდბეში წმინდა სინოდის წევრებიც ჩავიდნენ. – 1tv
ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებულ ტაძარში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს. პირველ წირვას ახალ ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს. მანამდე კი მეუფეებმა ტაძრის კურთხევის რიტუალი შეასრულეს. ბოდბეში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ავტორი – ნათია ქენქაძე, ზურაბ ქურციკიძე / 1tv
ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში პირველ წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩაატარებს. წმინდა ნინოს სახელობის ახლად აშენებული ტაძარი დღეს იკურთხება. ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევა 08:00 საათზე დაიწყება. საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად 10:00 საათზე აღავლენს. – 1tv
9 ივნისს, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იხსნება წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი. ტაძრის კურთხევა დაიწყება დილის 8:00 საათზე, ხოლო 10:00 საათზე საზეიმო წირვას აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. – IPN