ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.06.2019 | 13:10
მამა დავით ისაკაძე – არ მოგცემთ საშუალებას, რომ გამართოთ ნებისმიერი ღონისძიება, მოვალთ და ყველგან დავდგებით

სამღვდელოება აქ იმისთვის ვართ, რომ კონფლიქტი არ მოხდეს, – ამის შესახებ მამა დავით ისაკაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა აქცია და მათი კონტრაქცია მიმდინარეობს. მისი თქმით, სამღვდელოება „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს არ მისცემს კვირეულის გამართვის საშუალებას. „კულტურის, ისტორიის და სარწმუნოების ქვეყანა ვართ. არ გვეშლება, როგორ მოვიქცეთ. ამის დასტურია თუნდაც ეს მშვიდობიანი დგომა. დღეს ეს…

15.06.2019 | 13:07
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – აქციაზე ვითარების გასაცნობად მოვედი

აქციაზე ვითარების გასაცნობად მოვედი​, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც აქცია და კონტრაქცია იმართება. „ვითარების გასაცნობად მოვედი. საპატრიაქრომ განცხადება გააკეთა და მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ მთელი პასუხიმგებლობა იმ ორგანიზაციამ უნდა აიღოს თავის თავზე, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები. ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში დაძაბულობას…

15.06.2019 | 13:00
ილია მეორემ კახა კალაძის უმცროსი შვილები მონათლა და მისი ოჯახი დალოცა

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 14 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კახა კალაძე და მისი ოჯახი დალოცა. „დღეს მოინათლნენ ბ-ნ კახის უმცროსი შვილები და მათი ნათლია მისი უწმინდესობა გახდა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში. – 1tv

15.06.2019 | 12:46
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კანცელარიასთან არსებულ ვითარებაზე – მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ორგანიზაციამ, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმყოფებოდა. “მოვედი ვითარების გასაცნობად. საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ. მე ვფიქრობ, რომ მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ორგანიზაციამ, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები, რადგან ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში დაძაბულობას. საპატრიარქოს განცხადება იყო პრევენციული, მოწოდება იმისაკენ, რომ არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და მიუხედავად ამისა, როდესაც წინასწარ იციან…

14.06.2019 | 12:59
დოქტორანტის ცოტნე ჩხეიძის ნაშრომის „ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი“ დაცვა

13 ივნისს, 12 საათზე საქართველოს საპატრიარქოში, ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო კომისიის სხდომაზე შედგა სადოქტორო საგანმანთლებლო პროგრამის დოქტორანტის ცოტნე ჩხეიძის ნაშრომის „ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი“ დაცვა. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი პროფესორი, მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ოფიციალური შემფასებლები – თეოლოგიის დოქტორი,…

14.06.2019 | 12:42
რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა სემინარში „ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია: საზოგადოებრივი მიდგომა“

13-14 ივნისს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში OSCE-ს (ეუთო) ორგანიზებით სემინარი „ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია: საზოგადოებრივი მიდგომა“ იმართება, რომელშიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი უკლებამ და სააგენტოს ანალიტიკოსმა, ზვიად ტყაბლაძემ მიიღეს მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, სემინარის ძირითადი თემებია: ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის განსაზღვრა, მის…

14.06.2019 | 12:35
არქიმანდრიტი კირიონი – აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილებას კვლავ ზღუდავს

აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილებას კვლავ ზღუდავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა, აზერბაიჯანული მხარე მომლოცველებს უდაბნოს მონასტერში შესვლის საშუალებას არ აძლევს. მისივე ინფორმაციით, გადაადგილება გართულებულია ტურისტებისთვისაც. – IPN  

14.06.2019 | 12:27
ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა ეწყობა

სოფელ ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ორი წლის წინ დაიწყო და წელს ზაფხულში დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მოედნის, ღობის, ჭიშკრების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შენობების ფასადების რეაბილიტაციას, მცირე სკვერის მოწყობას და სუვენირების მაღაზიის, პარკინგის მშენებლობას. პროექტი, რომლის ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის…

14.06.2019 | 12:24
საქართველოს საპატრიარქოს – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან ე.წ. გეი პრაიდი, რომელიც საზოგადოებრივ შფოთს გამოიწვევს

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან ე.წ. გეი პრაიდი, რომელიც საზოგადოებრივ შფოთს გამოიწვევს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში. „როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ცხოვრების…

Τα σημαντικότερα νέα