ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
28.08.2019 | 16:33
მამუკა ბახტაძე მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკლესიასა და მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს. მამუკა ბახტაძემ სიონის ტაძარში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ქართველებს ღვთისმშობლის უდიდესი რწმენა აქვთ. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ქართველებს, ჩვენ…

28.08.2019 | 16:30
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე (28.08.2019)

თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – მარიამობას. მე ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ პირიქით, – გვაკლია რამე; ალბათ, ორივეა. გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისაო. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, ჩვენ…

27.08.2019 | 17:05
ბრიტანული არქიტექტურული ინტერნეტგამოცემა ელიავას პარკის პროექტის შესახებ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანული არქიტექტურული ინტერნეტგამოცემა www. e-architect.co.uk ელიავას პარკის პროექტის შესახებ სტატიას აქვეყნებს. პროექტის ავტორია კომპანია Artytechs. სტატიის ავტორი ვრცლად წერს საქართველოზე, როგორც სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნის, ასევე აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე. პროექტის თანახმად, პარკში წარმოდგენილი იქნება ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების დაკიდული მოდელები. „განათებული დაკიდული მოდელები შეეესაბამება აბრეშუმს გზის რუკას, რომლის თითოეული სიმბოლო წარმოადგენს კონკრეტულ ქვეყანას და ხაზს…

27.08.2019 | 16:59
„სიენენი“ კაცხის სვეტზე სტატიას აქვეყნებს

„კაცხის სვეტი – ექსტრაორდინალური ეკლესია, სადაც მამაცი ბერები ღმერთს უახლოვდებიან“ – ამ სათაურით გავლენიანი ამერიკული ტელეკომპანია „სიენენის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა „სიენენ თრეველი“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი მკითხველს უყვება, რომ კაცხის სვეტი მსოფლიოს ყველაზე იზოლირებული და წმიდა ადგილია, რომელიც 40 მეტრი სიმაღლისაა. სტატიის ავტორი წერს, რომ სვეტთან მიახლოება ჯადოსნური გამოცდილებაა. „კაცხის კომპლექსი უნიკალურია….

27.08.2019 | 16:52
მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა წლის ბოლოს დასრულდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკი დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია. სამუშაოები ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებას. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას. პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში…

27.08.2019 | 16:40
ქართულ-ოსური ახალგაზრდული ბანაკი ბობოყვათში

საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს, – „ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა,“ რომლის მიზანია ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივებით ქვეყნის აღმშენებლობისათვის ხელშეწყობა. ა.წ. 17–დან 26 აგვისტომდე განხორციელდა საზაფხულო ბანაკი, სადაც 50–მდე ქართველი და ოსი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. ეს ცხრა დღე დატვირთული იყო შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით,…

26.08.2019 | 16:34
28 აგვისტოს 14: 00-ზე სალიტანიო ანჩისხატი იერუსალიმიდან თბილისში რუსთაველის ძეგლთან შემობრძანდება!

1999-2019 – ანჩისხატის გზა და მუზეუმის წინ სადღეღამისო ლოცვები 20 წლისაა. 28 აგვისტოს – მარიამობას,14:00 სთ-ზე სალიტანიო ანჩისხატი თბილისში, რუსთაველის ძეგლთან შემობრძანდება, სადაც ხატს შეეგებებიან მორწმუნეები და ლოცვითი სვლით წააბრძანებენ მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში. სიწმიდეების წინაშე აღევლინება პარაკლისი ერის კეთილდღეობისთვის. შ ე მ ო უ ე რ თ დ ი თ ! 29 აგვისტოს –…

26.08.2019 | 16:29
წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია ქართველ მეცნიერს მიენიჭა

ვარშავის უნივერსიტეტში, წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ, ცნობილ ქართველ მეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს თამილა მგალობლიშვილს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (გარდაცვალების შემდეგ) წმ. გრიგოლ ფერაძის პრემია მიანიჭა, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა, წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ყოლბაიამ მიაწოდა. თამილა მგალობლიშვილი 1997 წლიდან ქართულ სიძველეთა მოძიებისა…

26.08.2019 | 16:27
პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება დღეს დაიწყება

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს დღეს და ხვალ, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას უზრუნველყოფს. „კანონით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულებები ამანათებს 26 და 27 აგვისტოს 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, –…

Τα σημαντικότερα νέα