ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
31.08.2019 | 17:16
“არაფერს არ უნდა მიეჯაჭვოთ, თვით სიწმინდესაც კი”

-მიტროპოლიტმა ზინობმა (მაჟუგა) უთხრა ბერს, რომელმაც ჰკითხა, როგორ ვცხონდეო: “როცა მარტო ხარ კელიაში, იესოს ლოცვა აღავლინე და ზრახვები განდევნე ცუდიც და კარგიც. ბერის მდუმარება-ზრახვებისგან გათავისუფლებაა. თუ ასე მოიქცევი, დაინახავ ღვთის განგებას შენს ცხოვრებაში”. ის აგრეთვე ამბობდა: “მორჩილება სიყვარულზე მაღლაა, რადგან სიყვარული მორჩილების გარეშე ვნებაა, მორჩილება განწმენდს რა ადამიანის სულს, სულიერ სიყვარულამდე აღამაღლებს მას. ამპარტავან და…

31.08.2019 | 17:13
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 31 აგვისტოს ღირსი ქრისტოდულეს, მოწამეთა ფლოროსისა და ლავროსის, მოწამეთა: ერმის, სერაპიონისი და პოლიენის, მღვდელმოწამე ემელიანე ეპისკოპოსის ილარიონის, დიონისეს და ერმიპეს, ასევე, წმიდა იოანესი და გიორგის, კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირსი იოანე რილელის ხსენების დღეს აღნიშნავს

ქრისტოდულე ფილოსოფოსი  ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი XII საუკუნის იმ წმიდა მამათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ეკლესიისა და ერის ისტორიაში. მამა ქრისტოდულე იყო მონაზონი, წარჩინებულთაგან და კეთილშობილთა ძირთაგან აღმოსრული. ქრიტოდულე ფილოსოფოსი ყოფილა, წმიდა წერილში ღრმად ჩახედული, არაბულ და სპარსულ ენებში განსწავლული და ყურანის მცოდნე. სავარაუდოა, რომ საქართველოში მოღვაწე ბერი შემდგომ ათონს…

31.08.2019 | 17:05
გორში წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ნიჩბისის ახლად მოჭრილი ქვებით შეიმოსა, რომლებიც ადგილზე მდებარე საბადოს ერთ-ერთ კარიერზე იქნა მოპოვებული და დამუშავებული. „ამავე…

30.08.2019 | 18:03
ნინოწმინდის სოფელ საღამოში იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის მინაშენის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში მიმდინარე წელს დასრულდა იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის მინაშენის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სააგენტოს ინფორმაციით, კომპლექსური სარესტავრაციო პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში ეკლესიის უკიდურესად დაზიანებულ და დეფორმირებულ არქიტექტურულ ნაწილზე, რომელსაც სახურავი და კამარა ჩამოშლილი ჰქონდა, საყრდენ კედელზე მოეწყო ყურებეტონის საძირკველი. ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში პროექტის ავტორისა და…

30.08.2019 | 17:57
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 30 აგვისტოს წმიდა ტბელ აბუსერისძის, მოწამე მირონ ხუცის, მოწამეთა: პავლეს, იულიანას, და სხვათა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა ტბელი აბუსერიძე წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ. წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან ზემო აჭარაში სოფელ…

29.08.2019 | 17:12
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 29 აგვისტოს ზეიმობს წამოყვანებას იესო ქრისტეს ხელთუქმნელისა ხატისა ედესით კონსტანტინეპოლს და ასევე აღნიშნავს მოწამე ქრისტეფორე გურულის, მოწამე დიომიდე მკურნალის ხსენების დღეს

ჩამოყვანება ედესით კონსტანტინოპოლს ხელთუქმნელისა ხატისა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი გადმოცემის თანახმად, სირიაში მაცხოვრის ქადაგების დროს ქალაქ ედესის მმართველი იყო ავგაროზი. იგი უკურნებელ სენს შეეპყრო. ექიმებმა დავრდომილის გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. ავგაროზმა, რომლის ყურამდეც მიაღწია ხმამ იესო ქრისტეს სასწაულების შესახებ, ირწმუნა მისი, როგორც მესიისა და გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და დაეხსნა…

29.08.2019 | 17:06
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ა.წ. 29 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ანდრეას ნორლენს, მის მოადგილეებს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. მიღებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. სტუმრები ასევე…

28.08.2019 | 16:41
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ანგი ხუციშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანი და რვა ქალია. „საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ…

28.08.2019 | 16:37
ღირსი იოსებ ისიქასტის გარდაცვალება

ღირსი მამა იოსებ ისიქასტი, სამოცი წლის წინ, 1959 წლის 15 (28 ახ.სტილით) აგვისტოს, მარიამობას გარდაიცვალა. მამა იოსებს უკურნებელი სენი სჭირდა (სიცოცხლის ბოლოს) და სულიერი შვილები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. იგი წინააღმდეგი იყო, ღვთისმშობლის წილხვედრი ათონის მთა დაეტოვებინა, თუნდაც მცირე ხნით, სამკურნალოდ. ქოშინი ტანჯავდა. ერთხელ მის სულიერ შვილს მამა იოსებს (ვათოპედელს) ესმა, რომ თავის…

Τα σημαντικότερα νέα