ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.09.2019 | 16:44
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 3 სექტემბერს მოციქულ თადეოზის, სარმეანის, ქართლის კათოლიკოსის, ღირსი თადეოზ სტეფანწმიდელის, ასევე მოწამეების ვასას და მისი შვილების ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მოციქული თადეოზი, სამოცდაათთაგანი წმიდა მოციქული თადეოზი ტომით ებრაელი იყო, იგი სირიის ქალაქ ედესაში დაიბადა. იერუსალიმში დღესასწაულზე ჩასულმა მოისმინა იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, მისი ხელით მიიღო სინანულის ნათლობა მდინარე იორდანეში და პალესტინაში დარჩა. შემდეგ ნეტარმა მაცხოვარი იხილა და მას დაემოწაფა.  იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ თადეოზი ქადაგებდა სირიასა და მესოპოტამიაში. ჩავიდა ედესაშიც და ქრისტიანობაზე მოაქცია მთავარი…

02.09.2019 | 18:26
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველ სამოელის, მოწამეთა: სევიროსის, მემნონისა და მათთანა 37 მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს

წინასწარმეტყველი სამოელი წინასწარმეტყველი სამოელი – ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული – ქრისტეს შობამდე ათასასორმოცდა-ექვს წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა – ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა ძე, რომელსაც სამოელი – „გამოთხოვილი“ დაარქვეს. როცა ყმაწვილს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა იგი სელომში წაიყვანეს…

02.09.2019 | 18:19
თვალის გახელისთანავე დაიწყე იესოს ლოცვა

ბერი იოსები გვარიგებდა: “ძილის შემდეგ, თვალის გახელისთანავე დაიწყე იესოს ლოცვა. არ მისცე გონებას ფუსფუსის უფლება, თუ თავის იძულებით ამას შეძლებ, უფალიც შეგეწევა და ეს წმინდა ჩვევად გექცევა: გაახელ თვალს – იესოს ლოცვა – და ასე მთელი დღე ლოცვა პირველ ადგილზე. ამრიგად შრომობ ლოცვის წარმოთქმის თანხლებით, ასე იკურთხება და დალოცვილი ხდება შრომა, ” ბაგეები” , “ენა”…

02.09.2019 | 18:17
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო – სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დაფიქსირდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დაფიქსირდა. კერძოდ, მათივე ცნობით, საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად, ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით, კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა. „ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად სამთავისში სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომელთა წინასწარი შეფასებით ახლად მოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო…

02.09.2019 | 12:35
მეუფე იაკობი – ჩვენ თუ არ შევრიგდით ერი, პარტიებს რომ ვუყურებთ, გადაჩეხავენ საქართველოს – რუსეთს კიდევ რა უნდა? – ჩვენი დაყოფა

ჩვენ მსოფლიოს და რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ ღირსეული ერი ვართ, ერთმანეთში მტრობა უნდა დავივიწყოთ, აუცილებლად გავძლიერდეთ და დავიბრუნოთ ის ტერიტორიები, რაც წაგვართვეს, – ამის შესახებ ბოდბის მონასტერში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, თუ ჩვენი ერი არ შერიგდა, პარტიები გადაჩეხავენ საქართველოს. „რუსეთს არც აფხაზეთი სჭირდება და არც ცხინვალის…

01.09.2019 | 16:20
სალოცავს კარი რამდენჯერმე დაჰკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩამოვარდა. სწორედ ამიტომ მას “კარუგდებელი” უწოდეს

სოფელ გოგნში, წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, რომელიც “კარუგდებელის” სახელით არის ცნობილი თერჯოლა-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან არც თუ ისე შორია. ეს ადგილი არა მხოლოდ სილამაზითაა გამორჩეული, სალოცავი დიდი მადლის მატარებელიც ყოფილა. ტაძარში მისული მომლოცველი უდაოდ იგრძნობს ნუგეშს. ლეგენდის მიხედვით, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი…

01.09.2019 | 16:11
თუ მონაზონს არ შეუძლია დავალებული საქმის აღსრულება და ცოდვაში ვარდება

გვესაუბრება არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): -ჩვენ ღმერთთან მისასვლელ გზას მონაზვნური ცხოვრებით მივყვებით და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი აღთქმა. იქნებ ისეთი რამის გაკეთება გითხრეს, რაც მონაზვნობის საწინააღმდეგოა? გამოიძიე, რადგან ჩვენთვის უმთავრესი არის აღთქმა, რომელიც დავუდეთ ღმერთს. როცა ყოვლადწმინდა ქალწულთან ანგელოზი მოდის და ახარებს: `აჰა, ესერა შენ მუცლად იღო” (ლკ.1,31), მარიამი ანგელოზისაგან მოწმობას ითხოვს: `ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა,…

01.09.2019 | 10:42
ბიძინა ივანიშვილმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში თამარის ციხე დაათვალიერა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ გვერდზე განთავსდა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, კურცხანას ხეობაში მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც აბასთუმნის ამ მხარეს უფრო მეტ სიცოცხლეს შესძენს. ამასთან, პარტიის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ხეობაში მისი ხელშეწყობით იგეგმება. თამარის…

01.09.2019 | 10:33
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 1 სექტემბერს მოწამე ანდრია სტრატილატის და მისთანა 2593 მოწამეთა, მოწამეთა: ტიმოთეს, აღაპისა და თეკლას, წმიდა. პიტირიმის, პერმის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი და მის თანა ორიათასხუთასოთხმოცდაცამეტი მოწამე წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი რომაელთა ლაშქარში მსახურობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. მას ნათლისღება ჯერ არ მიეღო, მაგრამ მტკიცედ სასოებდა იესო ქრისტეს. თავისი სიმამაცის, ძლევამოსილებისა და სამართლიანობისთვის ანდრია ყველას ძლიერ უყვარდა. მოშურნეებმა მმართველს მოახსენეს, რომ იგი ქრისტიანი იყო და თავისი რაზმიც ქრისტიანობაზე მოაქცია. წმიდანი სამსჯავროზე იხმეს…

Τα σημαντικότερα νέα