ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.09.2019 | 14:49
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 20 სექტემბერს მოწამე სოზონტის, მოციქულთა ებოდისა და ონისიფორეს, 70-თაგანთა; ასევე მოწამე ევფსიქის და ღირსი ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა მოწამე სოზონტი წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს…

20.09.2019 | 11:38
მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში არსებული მდგომარეობის შესახებ

ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსი) მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მიმართ. სწორედ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ოფიციალური მოწვევით ჩამობრძანდა იგი ქვეყანაში. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება. მიტროპოლიტმა იეროთეოსმა შემდეგნაირად შეაფასა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში არსებული მდგომარეობა: „დღევანდელმა ლექციამ, როგორც მივხვდი, დიდი…

19.09.2019 | 16:01
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი მიიღო

ა.წ. 19 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ნავპაკტის მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მართლმადიდებლურ სამყაროში განვითარებულ მოვლენებს, ასევე სულიერი ცხოვრების არსებით საკითხებს, მათ შორის განათლების აუცილებლობას და ასკეტური მოღვაწეობის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში. აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი იეროთეოსი ავტორია 100-ზე მეტი წიგნისა და საქართველოში მესამედ იმყოფება.     patriarchate.ge

19.09.2019 | 15:41
სოფ.რუისპირის ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ფონდი „ქართუ“ -ს ფინანსური უზრუნველყოფით დასრულდა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისპირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის (ღვთისმშობელი დედა მარიამის) დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტაძრის ინტერიერში მოიხსნა კამარის კონქის და კედლების ზედაპირების ამორტიზებული ნალესობ, რომელიც კირხსნარით დამუშავდა. ამავე დუღაბით გადაეწყო და ამოშენდა აგურის ოთხსაფეხურიანი კარნიზი. მოეწყო ახალი იატაკი ქართული აგურით. ამ…

19.09.2019 | 14:25
დეკანოზ გიორგი გუგუშვილის მილოცვა სტუდენტებისადმი

ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს მიულოცა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლეისტიკის კათედრის გამგემ, ღვთისმეტყველების დოქტორმა, დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მხოლოდ წიგნიერი განათლება, თუ მას სულიერი სინათლეც არ ახლავს, ადამიანს ვერ დახვეწს და ვერ განავითარებს, ამ ორი მიმართულების შერწყმა კი ხდება სწორედ სასულიერო აკადემიაში. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ბოლო…

19.09.2019 | 14:19
დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი სასწავლებელში შექმნილი ახალი კათედრის შესახებ (სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ინტერვიუ)

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის ახლადშექმნილი კათედრის გამგემ, დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა აღნიშნა, რომ სასწავლებლის რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის გადაწყვეტილებით შეიქმნა ახალი კათედრა, რაც მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა აკადემიის ცხოვრებაში. საეკლესიო სამართალი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური დისციპლინა, რაზეც დგას საეკლესიო მოძღვრება და, ზოგადად, ქრისტიანული ცხოვრება. კათედრის დაარსება ხელს შეუწყობს კანონიკური სამართლის, როგორც მეცნიერების წინსვლასა და შესწავლას….

19.09.2019 | 13:34
მიტროპოლიტ იეროთეოსის (ვლახოსი) სტუმრობა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

18 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდა ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის (საბერძნეთი) მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი). მან სასწავლებლის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა თემაზე: ,,საღვთისმეტყველო განათლების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში“. მიტროპოლიტმა იეროთეოსმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის – უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართ, რომლის ოფიციალური მოწვევით მიეცა მას საქართველოში ჩამოსვლის საშუალება. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მადლობა გადაუხადა…

18.09.2019 | 15:50
ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი

  ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერის შესახებ ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედატა მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირას. მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. წმიდა ნინო საქართველოში ჯავახეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. სადაც ორი დღე დაჰყო. აქ მას ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა: წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც…

17.09.2019 | 15:37
წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებული “ძუძუს წყარო”

ჯვრის მონატრიდან დაღმართისკენ მიმავალი გზა წმინდა ნინოს სახელობის მცირე ტაძრისკენ მიუყვება. ალბათ შეამჩნევდით პატარა სავანეს, სადაც შეფოთლილი ხეებია როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ეს ის ადგილია, სადაც წმინდა ნინო მუხლმოდრეკილი ევედრებოდა უფალს ქართლის მოქცევას. სწორედ, ამ ადგილასაა სასწაულმოქმედი წყალი წმინდა ნინომ რომ აღმოაჩინა და მას “ძუძუს წყარო” ეწოდა. ამ ადგილზე იყო “აკაკის ხე”, რომელიც სასწაულებს ახდენდა,…

Τα σημαντικότερα νέα