რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს სვეტიცხოვლობას ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სააგენტოდან აცნობეს. „დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანის, დედოფალ ნანას, წმ. სიდონიასა და აბიათარის ხსენება…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2019 წლის აპრილის თვიდან განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუისის “კვირიკეწმინდას” სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესია ძალიან დაზიანებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა , კარნიზები და საკედლე წყობები თითქმის ჩამოშლილი ,ხოლო სახურავი კი უვარგის მდომარეობაში იყო. ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: ✔ კამარის ზურგი…
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება 12 ოქტომბერს საბერძნეთის ეკლესიის იერარქების რიგგარეშე შეხვედრაზე მიიღეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ, საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმოსი ამიერიდან უკრაინელ მთავარეპისკოპოს ეპიფანიოსს რელიგიური მსახურების დროს მოიხსენიებს და იგი მართლმადიდებელი ეკლესიის ოჯახის წევრად ჩაითვლება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მედიამ გაავრცელა. interpressnews.ge
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიია საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით გარკვეულ „შედეგებს“ პროგნოზირებს იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ნიკოლაი ბალაშოვმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე მიტროპოლიტის წინადადების მიუხედავად, რომ თავი შეეკავებინათ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისგან, ელადის ეკლესიის სამღვდელმთავრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის სასარგებლოდ და იმედი…
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა გახსნა, სხვა სტუმრებთან ერთად გამოფენის გახსნას დაესწრნენ ექვთიმე თაყაიშვილის ოჯახის შთამომავლები, მათ შორის იყო 8 წლის ექვთიმე თაყაიშვილი. ეროვნული არქივის ინფორმაციით, ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ…
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის ტერიტორიაზე, კერძოდ აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა. ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს აღდგომის ტაძარში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ. ამასთან, დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს არის პროცესის პირველი ეტაპი, რათა ვითარება გამოსწორდეს და აღდგეს სტატუს-კვო. „გუშინდელი განცხადების შემდეგ, რაც ჩვენმა პრემიერმა გააკეთა,…
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.2 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. ფონდის ცნობით, სიონის ტაძრის…
თუ რაიმე შეიცვალა, არის ის, რომ სასულიერო პირს შეუძლია ავიდეს აღდგომის ტაძართან, – ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) “პალიტრანიუსს” განუცხადა. მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძრამდე მისვლაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ამ მხრივ არ არის ზუსტი პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ…
საქართველოში ოდითგანვე ატარებენ ეროვნულ სამოსს, ჩოხას, რაც ქართული სულისა და ცნობიერების სიმბოლოდ აღიქმება. ჩვენ გაგვაჩნია საქართველოს სხვადასხვა კუთხის განსხვავებული და მრავალფეროვანი სამოსი, როგორც მამაკაცებისათვის, ასევე მანდილოსნებისთვის. უკანასკნელ წლებში საქართველოში, სხვადასხვა დროს, ჩამოყალიბდა ე.წ. “ჩოხოსანთა ჯგუფები”. უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა ამ ჯგუფების ხელმძღვანელები, შესთავაზა მათ მხარდაჭერა და ურჩია ერთმანეთში მეტი კოორდინირებული…