მე მარტო დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ ვემხრობი. ზოგადად, ეკლესია არ არის მომხრე, რომ ვინმე ციხეში იყოს, – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მან დღემდე არ იცის, რა მოხდა მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით. „მე მარტო მამალაძეს არ ვემხრობი. ზოგადად, ეკლესია არ არის მომხრე, რომ ვინმე ციხეში იყოს. უფალი…
ჩვენი ეკლესიის ადგილი არაა რუსეთის ეკლესიის კალათაში, ჩვენი ადგილია თავისუფალი მართლმადიდებელი ეკლესიების კალათაში, იქ სადაც ღმერთს და სამშობლოს ისე ემსახურებიან, რომ სხვებს არ ავიწროებენ და შეურაცხყოფენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. „უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, პირველ რიგში, პრაგმატულადაა ჩვენი ეკლესიისთვის მომგებიანი. ჩვენთვისვეა უკეთესი, რომ „აღიარების მინიჭების/აღდგენის უფლება” მსოფლიო…
როდემდე და რატომ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები, – ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას. ამასთან, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, არ იცის, როდის განიხილავენ ავტოკეფალიის აღიარების საკითხს სინოდის სხდომაზე. „სხვის მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ. არ ვიცი, ვინ, რატომ შეიძლება, არ უჭერდეს მხარს….
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პიროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე…
სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, თავად მცხეთა კი, ქართული ისტორიის, – ამის შესახებ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. „დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და თავად მცხეთა არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს….
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში იმყოფება. პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. „მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული ქრისტიანული დღესასწაული. მინდა, მოგილოცოთ ყველას. ამავე დროს, ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული. ასეთი არსად არ არის და ჩვენ გვაქვს ეს…
უკრაინის ავტოკეფალიას ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მეუფე ამბობს, ავტოკეფალიის მოპოვება არის პროცესი, რომელიც შეიძლება ათეულობით წლები გაგრძელდეს. „ჩვენ ვართ დიპტიხში და დიპტიხის მიხედვით, ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ და ა.შ. და ჩვენი რიგიც ალბათ…
14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარებს. მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის ცენტრალურ მოედანსა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. 10:00-დან 18:00 საათამდე – გაიმართება სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები, მოეწყობა საბავშვო გასართობ-შემეცნებითი კუთხე; 11:00-21:00 საათი –…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფლ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზ ტკბილადმგალობელს, მოწამე დომნინე თესალონიკელს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენსა და 36 ღირსმოწამეს, მცხეთობა, სვეტიცხოვლობა მცხეთობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“ და…