ა.წ. 29 ოქტომბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ასურეთის აღმოსავლური ეკლესიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი და სინოდის მდივანი – ეპისკოპოსი მარ აბა რუბელი, ასევე ირანის ეპისკოპოსი – მარ ნარსაი ბენიამენი და მათი თანმხლები პირები მიიღეს. patriarchate.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 27 ოქტომბერს ახსენებს VII მსოფლიო კრების წმიდა მამებს და აღნიშნავს ღირსი პარასკევას, ღირსი სილუანეს, წმიდა მოწამეების: ნაზარის, გერვასის, პროტასის და კელსის ხსენების დღეს. ხსენება VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა VII მსოფლიო კრება. ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, ლეონ ისავრიელის ძის, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ზეობისას განსაკუთრებით მომძლავრდა….
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გაციების გამო დღეს ვერ ესწრება. როგორც საქართველოს პირველ არხს პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, ილია მეორეს სეზონური ვირუსული ინფექცია აქვს. როგორც ექიმი აცხადებს, გართულებების თავიდან ასაცილებლად, ილია მეორე რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს. „პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას სამი დღის წინ ჰქონდა ვირუსული ინფექცია და…
ანტონ ჭყონდიდელი ანტონ ჭყონდიდელი – საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე – დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) ძმის, კაცია დადიანის კარზე იზრდებოდა. მას საერო მოღვაწედ ამზადებდნენ და ამიტომაც საღვთო წერილსა და მამათა შრომებზე უფრო ღრმად საერო მწერლობა, პოეზია, ფილოსოფია და ხელოვნება შეასწავლეს. ანტონი ფლობდა თათრულ…
წმინდა ზლატა (ბერძნულად ქრისა) XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედში ცხოვრობდა მაკედონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მოგლენის ოლქის (მაკედონიური ტრადიციით-მეგლენი) სოფელ სლატინაში. ზლატა ღარიბ ოჯახში დაიბადა, რომელიც ერთგული იყო მამა-პაპათა რწმენისა. მშობლებს მის გარდა კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავდათ. გოგონა ხორციელადაც მშვენიერი იყო და სულიერადაც. ერთ თურქს ქალიშვილის უჩვეულო სილამაზემ ვნება აღუძრა და ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა მის ხელში ჩასაგდებად. ერთხელაც, როცა…
გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს(მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც. მისივე თქმით, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა. მეუფე იაკობის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შედგა. „კვირიკაშვილის დროს დამიძახეს შეხვედრაზე. კვირიკაშვილი…
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წიგნის „ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის 120 წლის იუბილეს ეძღვნება. ნაშრომი წარმოადგენს სადოქტორო დისერტაციას, რომელიც ევროპის სამეცნიერო ჟურნალებში 1926-1930 წლებში ცალკე თავებად დაიბეჭდა. ნაშრომები გერმანული და ფრანგული ენებიდან თამარ ჭუმბურიძემ და ცისანა ბიბილეიშვილმა თარგმნეს. გამოცემის ახალ რედაქციაში მოცემულია გრიგოლ ფერაძის მოკლე ბიოგრაფია და…
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე: -გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი – მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ აჭარაში, ჩვენო მოძღვარო) ისევ იქადაგებს ქრისტეს ჭეშმარიტ სიტყვას, შენ გარდაიცვალე, მაგრამ სიკვდილი ხომ მხოლოდ პარალელურ სამყაროში გადასვლაა?! შენ არასდროს მოკვდები, რადგანაც სიკვდილს არ შეუძლია წაშალოს დიადი ადამიანების სახელები! და დრო დადგება, როცა:…
სოციალური ქსელით შემთხვევით გავიგე ავარიაში მამა ზურამ გოგიტიძის დაღუპის ამბავი. რას ვიფიქრებდი… სულ ცოტა ხნის წინ “კარიბჭისთვის” ინტერვიუ ჩავწერეთ და ჟურნალში გამოქვეყნებას გულმოდგინეთ ელოდა… შენდობას ვითხოვ მამა ზურაბის სპეტაკი სულის წინაშე, მისი გულიდან ამოსული სიტყვების გამოქვეყნება გარდაცვალების შემდეგ რომ ხდება. ღმერთმა სასუფელევი დაგიმკვიდროთ მამაო… ჩვენთვის კვლავაც ილოცეთ… თვალწინ მიდგას მამა ზურაბის უბრალო და დიდბუნებოვანი სახე….