წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა თბილისის საპატრიარქო რეზიდენციაში. სხდომას ესწრებოდა 42 მღვდელმთავარი, სხდომას თავმჯდომარეობდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დასახელდა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). წმინდა სინოდის სხდომა გახსნა და მღვდელმთავრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მისმა უწმინდესობამ ისაუბრა წმინდა სინოდის მღვდელმთავართა პასუხისმგებლობის…
საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს. საპატრიარქოში შესვლამდე მღვდელთმთავრებს კონკრეტული კომენტარები არ გაუკეთებიათ, თუ რა გადაწყვეტილებები შეიძლება, მიიღონ წმინდა სინოდის შეკრებაზე. თუმცა, წმინდა სინოდის წევრთა ნაწილმა დაადასტურა, რომ სინოდის სხდომაზე საუბარი იქნება პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებზე. ასევე, მღვდელთმთავრები არ გამორიცხავენ,…
წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ორი დღის წინ მიიღო. როგორც პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება. მისივე თქმით, სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის…
დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს, ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მისი ინფორმაციით, მეუფე იაკობი…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც საქართველოს პირველ არხს პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, იმის საშიშროება, რომ პატრიარქმა ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს. „პატრიარქი ბრძანდება კარგად, ჩვეულებრივად, როგორც იყო ხოლმე ისე. იმის საშიშროება, რომ ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს, ყველაფერი არის კარგად, ნორმალურად. ვაპირებდით განმეორებითი ანალიზების ჩატარებას,…
პატრიარქი ჯანმრთელად არის, შესაბამისად, შეძლებს, რომ ჩვეულებრივად უხელმძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას, – ამის შესახებ პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „არასწორი ინფორმაცია გავრცელდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაღაც უსიამოვნო მითხრეს, გამეორებაც არ მინდა. პატრიარქი მშვენივრად არის. მისთვის ჩვეულებრივ მდგომარეობაშია, ისე, როგორც იყო, სანამ გაციების ვირუსი ექნებოდა. ახლა კარგადაა, ჩვეულებრივ შრომით რეჟიმშია. დღეს დილით ვიყავი…
ანტიოქიის პატრიარქმა მაკარმა მე-17 საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში და ვფიქრობთ, მრავლის მთქმელია მისი მონათხრობი: “სასულიერო პირებს ქართველები ძალიან მორიდებით ეპყრობიან, მათ ძვირს ვერასგზით ვერ ათქმევინებთ. როდესაც თავადები, დიდებულნი და მათი მეუღლეები გზაზე შეეყრებიან მღვდელმთავრებს, თუ ცხენით არიან, ჩამოქვეითდებიან და შორიდანვე დაუწყებენ მუხლთმოდრეკით თაყვანისცემას, შემდეგ ადგებიან და მიიღებენ მათგან ლოცვა-კურთხევას. ამის შემდეგ განშორდებიან უკან-უკან დახევით, რათა…
იმერეთი. XIX საუკუნე. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს (ქიქოძეს) უამრავ ჭორს უვრცელებდნენ მტრები. ბრალს სდებდნენ – შენდობის წიგნს კითხულობს და ფულს იღებსო. ერთხელ, წმინდა გაბრიელის თაყვანისმცემელი, აკაკი წერეთელიც შესწრებია ამ ამბავს. “წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება და გაგიჟება, – ბრძანებს მგოსანი, – რაც კი ჭორი გამეგონა მის შესახებ, სუყველა დავიჯერე. დავწერე გასაკიცხი წერილი და “დროების” რედაქციაში ვაპირებდი გაგზავნას. მაგრამ…
31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართევბა. სინოდის სხდომა 12:00 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოში ცოტა ხნის გაკეთდა. გადაწყვეტილება სინოდის სხდომის ჩანიშვნის შესახებ საქართველოს პატრიარქმა მიიღო. წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა მეუფე იაკობის საკითხის განხილვა. karibche.ambebi.ge