ჩვენთან არს ღმერთი! მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში. ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს…
სირცხვილი იმ საქართველოს, ვინც კითხვას სვამს, ვინ არის პატრიარქი, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელმა განაცხადა. მისივე თქმით, ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს შეცდომას უშვებს. „ვინც არ დაემორჩილება პატრიარქს, შეცდომას უშვებს, ის საქართველოს წინააღმდეგ მიდის. ვილოცოთ, რომ გადარჩეს მეუფე პეტრე ცოდვისაგან და დადგეს სინანულის გზაზე“, – განაცხადა მეუფე დანიელმა. — 1tv.ge
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან ევქარისტიულ კავშირს წყვეტს. ამის შესახებ მიტროპოლიტ ილარიონმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად ყოფნის დროს განაცხადა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა საბერძნეთის ყველა ეპიკსოპოსს არ შეეხება. როგორც მიტროპოლიტ ილარიონმა განაცხადა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კავშირს შეინარჩუნებს იმ სასულიერო პირებთან, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებლური…
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას, სადაც პატრიარქის ბრძანებით განმწესდა, არ აპირებს. შესაბამისი განცხადება მეუფე პეტრემ ეპარქიის ახალ ხელმძღვანელ მიტროპოლიტ გრიგოლ კაციასთან, სხვა სასულიერო პირებსა და მრევლთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც პეტრე ცაავა აცხადებს, მან ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობა ითხოვა. „შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი,…
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას „წინასაარჩევნო განცხადებას უწოდებს“. როგორც ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნია, რომ „პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა მოვლენის შესახებ“. „მიმაჩნია, რომ ეს იყო 2020-ის არჩევნებისთვის გათვლილი აქცენტები. პრემიერმა წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა ამ პოზიციით და ვისურვებდი, რომ უფრო წინდახედული ყოფილიყო, რომ…
ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის განცხადებით, ამავე ეპარქიის სასულიერო პირებს, ვისაც სურვილი აქვთ, ეპარქიაში დარჩებიან. როგორც მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე პეტრე მას ეპარქიის გადაბარებაში დაეხმარება. „ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი რჩება. გვეხმარება გადაბარებაში. ამ ეპარქიაში ძალიან ბევრია გაკეთებული, კიდევ უნდა გაკეთდეს და ჯერ რჩება. დაასრულოს მშენებლობა….
ამ ზაფხულს ჭყონდიდის ეპარქიაში ვიმყოფებოდი, რათა მეთქვა მეუფე პეტრესთვის, რომ მისულიყო პატრიარქთან, შერიგებოდა და შენდობა ეთხოვა, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ზაფხულში ჰქონდა თუ არა საუბარი მეუფე პეტრესთან იმავე საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც მეუფე პეტრემ საჯარო განცხადება გააკეთა, მეუფე…
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა, როგორც მეუფე გრიგოლი აცხადებს, მან არ იცის, იმსჯელებს თუ არა აღნიშნულ საკითხზე დღეს წმინდა სინოდი. „რაზე იმსჯელებს წმინდა სინოდი, ამას წყვეტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც შემოაქვს განსახილველად საკითხები. მას შემოაქვს დღის წესრიგი. უხერხულ მდგომარეობაში…
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) განმარტავს, თუ რატომ არ ესწრება სინოდის დღევანდელ სხდომას. როგორც მეუფე გრიგოლი აცხადებს, მას სტუმრად ჰყავს მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, რომლის დატოვებაც შეუძლებელი იყო. თუმცა, მეუფე გრიგოლის განცხადებით, მისი არყოფნა სინოდის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს. „ჩვენ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი გვყავს სტუმრად ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. ეს ღონისძიება დაგეგმილი იყო წლის…