ალექსანდრიის პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალური მართლამდიდებელი ეკლესია აღიარა. ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა თეოდორ მეორემ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მიტროპოლიტი ეპიფანე ლოცვაში მოიხსენია. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის წევრებმაც. მანამდე უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია აღიარეს კონსტანტინოპოლისა და ელადის ეკლესიებმა, რის გამოც რუსეთის მართლმდიდებელმა ეკლესიამ ჯერ კონსტანტინოპოლთან, შემდეგ კი ელადის ეკლესიის არქიეპისკოპოს იერონიმე მეორესთან ევქარისტიული…
ქართულ ეკლესიას უფლება უნდა მივცეთ, ავტონომიის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება განაგრძოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განუცხადა, რომელიც საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ყველამ სეკულარიზმის პრინციპი უნდა დაიცვას, სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის საქმეებში ჩარევა არ უნდა მოხდეს და პირიქით, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ეკლესიის ჩართულობა სახელმწიფოებრივ საკითხებში. „ქართულ ეკლესიასთან…
საპატრიარქოს მიერ შექმნილმა ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარების სპეციალურმა კომისიამ აბაშაში მუშაობა დაასრულა. კომისიამ აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, სუჯუნის საპატრიარქო სახლი (აკაკი ხოშტარიას ყოფილი სასახლე), სოფელ მარანში კულტურის ცენტრი, აბაშაში მშენებარე საკვირაო სკოლა და რამდენიმე მიწის ნაკვეთი დაათვალიერა. კომისიამ უკვე გადაიბარა დოკუმენტაციაც. გადაიღეს ფოტო-ვიდეო მასალაც. მანამდე საპატრიარქოს კომისიამ მარტვილის გადაბარების პროცესი დაასრულა. კომისიის წევრი,…
მარტვილის ტერიტორიაზე საპატრიარქოს სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. საპატრიარქოს მიერ შექმნილი ეპარქიის გადაბარების დროებითი კომისია დღეს წყლის ქარხანასა და სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საგანმანათლებლო გიმნაზიაში იმყოფებოდა. როგორც სპეციალური კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, მამა გიორგი ქვარცხავამა განაცხადა, კომისია ხვალიდან აბაშაში გააგრძელებს მუშაობას. „ვიმყოფებოდით წყლის ქარხანაში, ასევე მეუფე გრიგოლი ბრძანდებოდა სკოლა-გიმნაზიაში, სადაც ადგილობრივი პრორექტორი დანიშნა და თვითონ საფინანსო…
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მე-2-ს საპატრიარქოში შეხვდა. კონკრეტულად რა თემებზე ისაუბრეს შეხვედრაზე, ჟურნალისტებთან ნინო ბურჯანაძეს დეტალებზე არ უსაუბრია. „არ მგონია რომ ეხლა უნდა ვისაუბროთ ჩემი და პატრიარქის საუბარის დეტალებზე, რადგან ეს დახურული შეხვედრა იყო. მე ყოველთვის ვამაყობდი პატრიარქის კეთილი დამოკიდებულებით და განსაკუთრებული დამოკიდებულებით ჩემდამი და ბუნებრივია, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე…
დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც. ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას. გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და ტრადიციული ღირებებულებისადმი და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. შემთხვევითი არ არის, რომ 31…
patriarchate.ge
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ეპარქია დატოვა. იგი სასულიერო პირებმა და მრევლმა გააცილა. ყოფილმა მიტროპოლიტმა მედიის წარმომადგენლებს ხატები და სასულიერო წიგნები გადასცა და განცხადა, რომ საჯარო აქტიურობას მომავალშიც აპირებს. „შეხვედრამდე სამოთხეში!“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა იგი მრევლს. პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში 13 წელი საქმიანობდა. შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა….
კომისიის წევრის, არქიმანდრიტ დავით კემულარიას განცხადებით, ჯერ უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ინვენტარიზაციის პროცესი. „კომისიის წევრთა ნაწილმა გადაინაცვლა ინჩხურის მამათა მონასტერში. ვინაიდან მამა ანდრია სარია ტოვებს მონასტერს და იქ არ იქნება არავინ, უნდა აღიწეროს იქაურობა. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია გადაეცემა საპატრიარქოს. ჩვენ კი, როგორც კი დავამთავრებთ იმ საქმეს, რისთვისაც ვართ გამოგზავნილები, ანუ აღწერას, იმწამსვე დავტოვებთ…