ა.წ. 8-9 ნოემბერს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი შემოქმედის ეპარქიას სტუმრობდა. 8 ნოემბერს, ერკეთის დედათა მონასტერში უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა იოანემ (კიკვაძე) პარაკლისი გადაიხადა, შემდეგ კი ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში შედგა გალობის უნივერსიტეტის გუნდის კონცერტი. 9 ნოემბერს შემოქმედის მონასტერში წირვა აღავლინა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან (ინწკირველი) და ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად….
მეფე დეციუსის და მისი თანამოსაყდრე ვალერიანეს ხელმწიფობის ჟამს, პრობიოსის მხედართმთავრობის დროს რომის მახლობლად განმარტოებულ და უკაცრიელ ადგილას იყო პატარა დედათა მონასტერი. იქ რამდენიმე კეთილმსახური მმარხველი ქალი მოღვაწეობდა. მათ შორის იყო ხანში შესული, სათნოებებით შემკული იღუმენია სოფიო. ამავე სავანეში ცხოვრობდა რომაელი ქალწული ანასტასია, სამი წლიდან ობლად დარჩენილი. სოფიომ მონასტერში აღზარდა დაობლებული ყრმა და ღვთის სათნოებები…
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში პატრიარქის ნათლულების კონცერტი გაიმართა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულების გუნდი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები. „მისი უწმინდესობის ნათლულების გუნდი სამი წლის წინ შეიქმნა მაია მიქაბერიძის დიდი ძალისხმევით და უანგარო მუშაობით. მათ რეპერტუარში დღეისთვის უკვე შედის როგორც საგალობლები, ისე ფოლკლორული მუსიკა და ქართული კინომუსიკა“, – აცხადებენ საპატრიარქოში….
8 ნოემბერს, პრემია “საგურამოს” დაჯილდოვების ცერემონიაზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილიას მედალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურიას) ერგო. მეუფე ისაია გუშინდელ ცერემონიალს არ დასწრებია. მან ორგანიზატორებს წერილი გაუგზავნა, რომელსაც “ლიბერალი” უცვლელად გთავაზობთ: “რაც ილიას სახელს უკავშირდება ჩემთვის ყოველივე ძვირფასი არის! მახსოვს, რომ ილიას პუბლიცისტური წერილები ჩემთვის იყო დიდი სულიერი საზრდო, საზრისისა…
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ თუ ვის უნდა მიმართოს ადამიანმა, როცა მას სულიერად სჭირდება დახმარება – ფსიქოლოგს თუ მოძღვარს? ეს არის საკითხი, რომელიც ხშირად დილემის სახეს იღებს, რაც მრავალ დაბნეულობასა და ბუნდოვანებას ქმნის საზოგადოებაში. აღნიშნული საკითხი იმ ანთროპოლოგიური პარადიგმიდან გამომდინარეობს, რომელიც მოიცავს, როგორც ფსიქო-სოციალურ საკითხებს, ასევე მორალის,…
მეუფე იაკობის განცხადებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი 11 ნოემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ მეუფე იაკობის ხსენებულ საჯარო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დანაშაულის…
საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. „ცხოვრება თავისი დინებით მიმდინარეობს. საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდგომ უკვე საუბარი…
ქართველი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის მათ, ნიჭიერ ადამიანებს მხარში უნდა ამოუდგეთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ადამიანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „გიფიქრიათ იმის შესახებ, ყველაზე ძვირფასი საუნჯე რა არის ქვეყანაზე? ზოგს მიაჩნია სიმდიდრე, ზოგს ფული, ძვირფასეულობა,…
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ათენის უნივერისტეტის თეოლოგიის სკოლის დეკანთან, პროფესორ აპოსტოლოს ნიკოლაიდისთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ბატონი თომას იოანიდესი და თეოლოგიის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სასწავლებლის სულიერი მოძღვარები, არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) და დეკანოზი შალვა კეკელია, ქალბატონი თამარ სანიკიძე – რექტორის თანაშემწე…