საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „გირჩის“ წარმომადგენლების დღევანდელი აქცია იყო უგემოვნო მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა. „ვნახე ეს კადრები. მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან უგემოვნო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა. თუმცა, ამ უგემოვნობასთან ერთად, მახსენდება მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსი, რომელიც მათ საოკუპაციო ზოლთან გამართეს. ვფიქრობ,…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო გატაცებებს საოკუპაციო ხაზთან, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, საპატრიარქოს აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული…
ა.წ. 24 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 500-მდე ბავშვი გახდა. დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. — patriarchate.ge
ჩვენთან არს ღმერთი! წმინდა გიორგის ლოცვით იხარეთ ორსავ სოფელსა შინა! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა მის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი, – ბიძინა ივანიშვილი და მშენებლობის ხელმძღვანელი ირაკლი ანდრიაძე, რომელსაც წელს შეუსრულდა…
მართლმადიდებელი ეკლესია 22 ნოემბერს ღმრთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელი“დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს ასევე მოწამეთა ონისიფორეს და პორფირიოსის, ღირს მატრონას, ღირს თეოქტისტას, მოწამე ალექსანდრე თესალონიკელს, ღირს იოანეს, ღირსთა ევსტოლიას და სოსიპატრას იხსენებენ. დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“ ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენლის ეს სასწაულთმოქმედი ხატი ათონის დოქიარის მონასტერში იმყოფება. ის, საძმოს სატრაპეზოს კედელზე, კართანაა მოთავსებული. თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად…
სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლში მძარცველები შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, სამი ნიღბიანი მძარცველი მსოფლიო პატრიარქის სახლში შეიჭრა, როდესაც სახლში მხოლოდ მოახლე ქალი იმყოფებოდა. ინციდენტი 16 ნოემბერს მოხდა. ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც გამოძიება დაიწყო. ბერძნული მედიის ცნობით, მძარცველებს არაფერი წაუღიათ. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლი სტამბოლის დაცულ რაიონში მდებარეობს. უცნობია,…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა და დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. ვიზიტი რონდელის ფონდის ორგანიზებით მიმდინარეობდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, მასში სხვა რელიგიური კონფესიების…
მონაზონი მარიამი იხსენებს: „მე მაშინ 27 წლის ვიქნებოდი, მამა გაბრიელი კი 27-30 წლისა, დავდიოდით დანგრეულ ეკლესიებში, რომ წირვა-ლოცვები დაგვეყენებინა, ამბობდა: აქ საძირკველი რადგან გაჭრილია, მისი მცველი ანგელოზი აქ ზის და თითქმის ტირისო, აქ ხომ არავინ მოდის და მოდი, ჩვენ დავაყენოთ წირვა-ლოცვებიო. ის რომ ლოცულობდა, ისეთი მადლი გადმოდიოდა, მე თუ ფეხები მქონდა და დედამიწაზე ვიდექი, ვეღარა…
ა.წ. 19 ნოემბერს სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში საფრანგეთის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი დიეგო კოლასი და მისი მოადგილე მიიღო. კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დასძინა: ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული სიახლოვე რომ აქვთ იქიდანაც ჩანს, რომ საფრანგეთი იყო ქვეყანა, რომელსაც 100 წლის წინ ათეისტური რეჟიმის მიერ დევნილმა მრავალმა…