თითოეულმა მაზიარებელმა კარგად უნდა იცოდეს წმინდა ბარძიმთან მიახლების ეკლესიის მიერ დადგენილი წესები და ყოველთვის ზედმიწევნით აღასრულოს ისინი. ეს წესები შემდეგია: ზიარების წინ უნდა ვემთხვიოთ ანალოღიაზე (სახატეზე) დაბრძანებულ ხატს. ამის გაკეთება უმჯობესია წინდაწინ, როცა მღვდელი წარმოთქვამს: „შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით!“ როცა სამეუფო კარნი გაიღება, პირჯვარი უნდა გადავისახოთ და ხელები გულმკერდზე დავიკრიფოთ ჯვარისებურად (მარჯვენა ხელი მარცხენის…
ჩვენ არ ვსჯით ადამიანს, ეკლესიაში ასე არ ხდება. სინოდის გადაწყვეტილებით კი არ განაყენეს, მან თავისი თავი განაყენა თავისი საქციელით და ჩვენ ეს დავაფიქსირეთ. თუ ახლა ის თავის საქციელით თავის თავს უკან ეკლესიაში დააბრუნებს, ამ შემთხვევაში, ამასაც დავაფიქსირებთ და იმასაც თუ კიდევ უფრო შორს წავა,-ამის შესახებ კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც მეუფე პეტრე…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახლა მღელვარებაა. მეუფე შიომ ასეთ დროს სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრე ჩვენთვის არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი ეროვნული ღირებულებები, ჩვენი ისტორია, ჩვენი სარწმუნოება. თქვენ ხედავთ, ახლა მღელვარება არის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გაგახსენებთ მისი უწმინდესობის…
ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს, ინებოს უფალმა, რომ სამოთხე აირჩიოს, მარჯვენა მხარეს დადგეს ადამიანი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ ადამიანის რთულ ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხოვრება ეს არის გამოცდა, ჯვრის ტვირთვა. „როგორი რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის…
მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა. „პრეზიდენტის მაგივრად მე რა უნდა გითხრათ. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდი. სინოდმა გადაწყვიტა, გამოაქვეყნა ეს განჩინება. არ მგონია, პრეზიდენტმა უარი თქვას შეწყალებაზე, რატომ არ უნდა შეიწყალოს, მე არ ვიცი. ჩვენ მეორეჯერ მივმართავთ…
წმიდა მოწამე პლატონი წმიდა მოწამე პლატონი, წმიდა მოწამის, ანტიოქე მკურნალის ძმა იყო, ის დაიბადა გალატიის ანკვირიაში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლიური სახლი და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: ნეტარი ქალაქ-ქალაქ დადიოდა, სულიწმიდის მადლით აღვსილი, ქადაგებდა სახარების სწავლებას წარმართთა შორის და მსმენელებს აოცებდა დამაჯერებელი მჭევრმეტყველებითა და ელინურ მწიგნობრობაში ღრმა განსწავლულობით. ამისთვის იგი შეიპყრეს და ზევსის ტაძარში…
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს და აღნიშნავს, რომ სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით. „გირჩის“ თუ „ბიბლიური თავისუფლების“ მიერ გაცემული არც ერთი საბუთი, არ წარმოადგენს, აუცილებელ ან საკმარის პირობას, მისი ყოფილი „მღვდელმსახურის“ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად. არამედ სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით. „ბიბლიური თავისუფლების“ მიერ…
2019 წლის რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების მეხუთე კომისიის სხდომა დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2019 წლის მეხუთე სხდომა, სადაც განიხილეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხები. კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილ 15 საკითხიდან 13-ზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, ერთი…
დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი არაბებმა 914 წელს უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბულ-კასიმი. იმჟამად ყველისციხის მეპატრონე იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავი. ციხე კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მეციხოვნენი შიგ ცოტანი იყვენნ. ოცდარვა დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვნენი გამოუხდებოდნენ მტერს გობრონის მეთაურობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და…