ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
06.12.2019 | 15:53
პატრიარქი კირილი-რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება გარე პირების მიერ ოჯახის საქმეებში ჩარევას

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ძალადობას ოჯახში, თუმცა ასევე წინააღმდეგია გარე პირების მიერ ოჯახის შიდა საქმეებში ჩარევის. ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესთან დაკავშირებით აღვლენილი ლიტურგიის შემდეგ განაცხადა. „დღეს სახელმწიფო სათათბიროში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ეხება ე.წ. ოჯახურ ძალადობას. რა თქმა უნდა, არ უნდა დაიშვას ძალადობა ოჯახში, მაგრამ არის…

06.12.2019 | 15:35
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინდოეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

ა.წ. 6 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი, ბ-ნი კიშან დან დევალი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთეირთობას. მისმა უწმინდესობამ მადლიერება გამოხატა ინდოეთის ხელისუფლების მიმართ რომელთა თანხმობითაც დედოფალ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები სამშობლოში ჩამობრძანდა და მრევლს მიეცა მისი მოლოცვის შესაძლებლობა. ,,დიდი მადლი შემოიტანა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებამ. მოხარული ვიქნებით,…

06.12.2019 | 15:22
ბირ-ელ-კუტის მონასტრის შესწავლის პროცესი

ქ. იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბირ-ელ-კუტის მონასტერში საქართველოს ისტორიულ-რელიგიური კვალის შესწავლის პროცესი დაიწყო. სამუშაო პროცესი ამ ეტაპზე არქიტექტურული კომპლექსის შემორჩენილი ნაშთების აზომვასა და ციფრულ სკანირებას მოიცავს. ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვის საფუზველზე, არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები მომდევნო წლის გაზაფხულიდან სრული მასშტაბით გაგრძელდება. შუალედური პერიოდი არქეოლოგიური პროექტის შემუშავებას დაეთმობა, რასაც წინამოსამზადებელ ეტაპზე მიღებული მონაცემები დაედება საფუძვლად. წმინდა…

06.12.2019 | 15:17
გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

— patriarchate.ge

06.12.2019 | 15:14
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 6 დეკემბერს მოწამე გრიგოლ არქიმანდრიტის, წმიდა ამფილოქეს, წმიდა გრიგოლის, მოწამეთა სისინიოსისა, კვიზიკელი ეპისკოპოსისა და თეოდორე ანტიოქიელისა, ასევე კეთილმორწმუნე ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმიდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი გრიგოლი, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული  მღდელმოწამე გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 31 (13.09) აგვისტოს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში (ახლანდელი გურჯაანის რაიონი), მღვდელ რომანოზ ფერაძისა და მარიამ სამადალაშვილის ოჯახში. 1918 წელს, გრიგოლი ტფილისის ახალგახსნილი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ხოლო 1922 წლის მაისში, გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1925 წელს, გრიგოლი სასწავლებლად…

05.12.2019 | 17:11
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკენოზ ანრდია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი ათონის მთაზე ცხოვრობდა, ქართულ ეკლესიაში კი არასდროს უმსახურია. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისად, საპატრიარქოს დაკავებულზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. „საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი აღიკვეცა ათონის მთაზე და ცხოვრობდა იქ. საქართველოში რაც დაბრუნდა, ცხოვრობდა თავის სახლში. არ ცხოვრობდა მონასტერში და არც მოღვაწეობდა ეკლესიაში. ასე…

05.12.2019 | 17:07
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 5 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 5 დეკემბერს მოციქულთა: ფილიმონისა და არქიპოს – 70-თაგანისა და მოწამისა მოციქულთა სწორისა აპფიას, მოწამე პროკოფი წიგნისმკითხველის, მოწამე მენიგნის, მიხეილ ტვერელის ხსენების დღეს აღნიშნავს   მოციქულები ფილიმონი და არქიპო- 70-თაგანი და მოწამე მოციქულთა სწორი აპფია წმიდა მოციქული ფილიმონი და მეუღლე მისი აპფია ფრიგიის ქალაქ კოლოსეში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულის…

04.12.2019 | 16:40
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე (04.12.2019)

ჩვენთან არს ღმერთი დღეს არის ბედნიერი დღე – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში. ტაძარი, ეს არის კარიბჭე სასუფევლისა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა. ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა. ბოროტი ძალა ცდილობს, ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება…

04.12.2019 | 13:00
ილია მეორე – ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს გზას

ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრია დამოკიდებული თვითონ ადამიანზე, აირჩევს კეთილ გზას, თუ ბოროტს ,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა. „დღეს არის ბედნიერი…

Τα σημαντικότερα νέα