ჩვენთან არს ღმერთი ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“ დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი. ვერავითარი გონება ვერ ახსნის თუ რაოდენ დიდია ღვთის წყალობა. მახსენდება ის დრო, როდესაც დავამთავრე სასულიერო სემინარია და აკადემია და ჩამოვედი საქართველოში. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II-ე ბრძანდებოდა პატრიარქად და სულ ცოტა რაოდენობა ჰყავდა სამღვდელოებისა. ყველას…
12 დეკემბერს, ხუთშაბათს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი ტაძარი ღია იქნება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩატარდება ხუთგზის წირვა, რა დროსაც სამღვდელოება მოსახლეობას და ემიგრანტებს დალოცავს. “მინდა შეგახსენოთ, რომ მომავალ პარასკევს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, რომელმაც დააარსა ჩვენი ეკლესია….
მინდა შეგახსენოთ, როცა რამეს აკეთებთ, როცა შრომობთ, როცა გისრულდებათ თხოვნა, ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა, რადგან მომავალში კიდევ გექნებათ სათხოვარი, კიდევ უნდა დაბრუნდეთ და მადლობა შესწიროთ უფალს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ სოფლის გაძლიერებაზე ისაუბრა და თხოვა სამღვდელოებას, იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობის განვითარების. „დღეს ჩვენთან არიან…
სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე კომენტარისას აღნიშნა. სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკანოზის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია. „ჩვენ, სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტი”, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა….
მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემი პოზიცია მგონი, ყველამ იცით, მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას”, – აღნიშნა მეუფემ. რაც შეეხება წმინდა სინოდის სხდომას, როგორც მეუფე ამბობს, კონკრეტული თარიღი, როდის ჩატარდება სინოდის სხდომა, მისთვის უცნობია. მეუფე მელქისედეკის თქმით,…
ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი წმინდა ქალწული, სახელად მასტრიდია, რომელიც ზრუნავდა თავის სულზე, ცხოვრობდა მხოლოდ ქრისტესათვის. მან ქალწულობის აღთქმა დადო, იცავდა მარხვას, სისტემატურად ლოცულობდა და გასცემდა მოწყალებას. მაგრამ ეშმაკი, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც ცდილობენ ქრისტესმიერად იცხოვრონ, ყოველთვის ცდილობს ებრძოლოს მათ. ეშმაკმა ერთ ჭაბუკს გაუჩინა მასტრიდიასადმი წადილი. ჭაბუკი ხან თავად მიდიოდა მასთან სახლში ხან…
როგორც კი ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის კარიბჭეს შეაღებთ მაშინვე თვალში მოგხვდებათ ლამაზად მოწყობილი ეზო, კარ-მიდამო. სხვადასხვა მცენარეებით გადაპენტილი გარემოს შექმნაში მონასტრის წევრების დიდი შრომა და მზრუნველობა იგრძნობა.. მონასტრის იღუმენიას ლოცვა-კურთხევით მონასტრის ეზოს გამშვენება მონაზონ სოფიოს აბარია. დედა სოფიო მონასტრის ბაღებს უკვე შვიდ წელზე მეტია უვლის. მონაზონი სოფიო: -პირადად ჩემი მორჩილება ბაღებისა და გარეთა ტერიტორიების მოვლაა….
დიდმოწამე მერკური დიდმოწამე მერკური წარმოშობით სკვითი იყო და მხედრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში. უსჯულო იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) გამოსცა კანონი, რომელიც რომის მოქალაქეებისგან წარმართული ღვთაებების თაყვანისცემას მოითხოვდა, ქრისტიანებს კი სასიკვდილო სასჯელით ემუქრებოდა. ამ დროს იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს და დეკიუსმა ლაშქრი შეკრიბა მათთან საბრძოლველად. ერთ-ერთი ბრძოლის დროს წმიდა მერკურის უფლის ანგელოზი გამოეცხადა, მახვილი გაუწოდა და უთხრა: „ნუ…
— patriarchate.ge