ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
24.12.2019 | 15:24
მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა მიმართვა

საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს ულოცავენ და მიმართვას ავრცელებენ. „ინტერპრესნიუსი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გილოცავთ თქვენი აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. გისურვებთ უახლოეს მომავალში გეხილოთ ნაყოფი ღვთისა და მამულის წინაშე თქვენ მიერ გაწეული თავდადებული ღვაწლისა – სულიერად და ტერიტორიულად გამთლიანებული და აღორძინებული…

24.12.2019 | 15:19
საბუთების მიღება 62-ე ნათლობისათვის

იწყება 62-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 26 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი…

24.12.2019 | 15:16
მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ

  ამონარიდი ა.წ. 22 დეკემბერს თბილისის დიდ სინაგოგაში მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის, იაკობ გაგულაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან: ,,ახლა კი ამ საპატიო ადგილიდან, სადაც გამჩენს ვესაუბრებით ხოლმე, მინდა შევეხმიანო საქართველოს უძლიერეს გმირს, დიდებულ ადამიანს, მსოფლიოში ცნობილ პერსონას, მე მოგახსენებთ საქართველოს გამაერთიანებელ უხუცეს მამაზე, ღვთის კაცზე, ამ ასაკის მატარებელს თორა აჯილდოვებს გმირის ტიტულით, ივრითულად მას „გიბორი“…

23.12.2019 | 16:53
საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების წინააღმდეგ შეხვედრა ჩატარდა

  ა.წ. 20 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით (UNISEF) გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ოფიციალური წარმომადგენელი, დოქტორი ღასან ხალილი, პარლამენტის წევრები, დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და დაინტერესებული პირები. განხილულ იქნა ის პრობლემური საკითხები, რომელთა…

22.12.2019 | 17:09
ნიკორწმინდის რესტავრაციას არქიტექტურული პრემიის სპეციალური ჯილდო გადაეცა

ნიკორწმინდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი აქვს მინიჭებული. 2007 წლიდან ხუროთმოძღვრული ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი ნიკორწმინდის კათედრალის რესტავრაციას, როგორც წლის გამორჩეულ სარეაბილიტაციო პროექტს, არქიტექტორთა ასოციაციის – „არქიტექტურული პრემია 2019″ -ის სპეციალური ჯილდო გადაეცა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი სააგენტოს დაფინანსებით…

22.12.2019 | 16:54
მეუფე იაკობი – პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ტემპერატურა დაწიონ

თუ ასეთი დაძაბული ფონი იყო არამგონია, საქართველოს კარგი მოუტანოს. დიალოგი აუცილებელია მათ შორის, რაღაც შეთანხმებაზე მივლენ აუცილებლად. მთავრია ზიზღის პოზიციიდან არ ველაპარაკოთ ერთმანეთს,-ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის ეპარქიაში, ქადაგების დროს განაცხადა. მეუფე ქვეყანაში ბოლოს დროს განვითარებული მოვლენები შეაფასა და სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მეუფემ, ვრცლად ისაუბრა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების და ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების…

22.12.2019 | 14:12
წმინდა ნიკოლოზის სავანე მირონ-ლუკიაში

წმიდა ნიკოლოზი ღრმა სიბერეში, 342 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს იქ, სადაც მოღვაწეობდა – ქალაქ მირონ-ლუკიის (დღევანდელი ანტალია) საკათედრო ტაძარში. მისი უხრწნელი სხეული მეოთხე საუკუნიდან მეთერთმეტე საუკუნის ბოლომდე იქ იყო დაცული. მეთერთმეტე საუკუნეში, დიდი შემოსევების დროს, მაჰმადიანები ანადგურებდნენ და წვავდნენ ყველაფერს, ოსმალები ბიზანტიის მცირე აზიის სამფლობელოებს სასტიკად არბევდნენ, შეურაცხყოფდნენ წმინდა ტაძრებს, სიწმინდეებს… მათ განზრახული ჰქონდათ…

22.12.2019 | 13:19
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 22 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 22 დეკემბერს აღნიშნავს მუცლადღებას მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ასევე იხსენიებს: წმიდა ანა წინასწარმეტყველს, წმიდა სოფრონს, ღირსს სტეფანე ახალგაბრწყინებულს.     მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა – ანა ლევიტელთა ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი მღვდლის – ნათანის ასული იყო. იგი გალილეის მკვიდრს, მართალ იოაკიმეს მიათხოვეს. მეუღლეები ოცი…

21.12.2019 | 18:11
აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას

აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას,- ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც თემაზე – “ახალგაზრდებში და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა დ პოპულარიზაცია”, მრგვალი მაგიდა იმართება. მეუფე შიოს თქმით, საპატრიარქოს ჩართულობით კანონპროექტი მუშავდება, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციებს ითვალისწინებს. “აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში,…

Τα σημαντικότερα νέα