წმიდანთა შორის მამაჲ ჩვენი გრიგოლ კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი – ღვთისმეტყველი წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ ოჯახში. მართალია, გრიგოლის მამა გვიან მოინათლა, მაგრამ შემდეგში ღვთის სამსახურის გზა აირჩია და ნაზიანზის ეპისკოპოსი გახდა. წმიდანის დედა არაფრით ჩამორჩებოდა კეთილმსახურ მეუღლეს, იგი მხოლოდ სხეულით იყო ქალი, თორემ აზროვნებით მამაკაცზე მაღლა…
მელქისედეკ I მელქისედეკ I იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1010-1033 წლებში. ის იყო ბაგრატ III-ის ახლო ნათესავი. მელქისედექმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი. მელქისედეკ I დიპლომატიური მიზნით არაერთხელ ყოფილა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორის კარზე. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პატრიარქობის დაწესება. ზრუნავდა მცხეთის კათედრალის საპატრიარქოს გადიდება – გამშვენიერებასა და გამდიდრებისათვის. შემონახულია მის მიერ დაახლოებით 1031-1033 წლებში შედგენილი ანდერძი…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „3 თებერვალს, ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად. აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის – ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, ქალბატონ მაგულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგინი და მარადიული…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით 2019 წლის მაისი-აგვისტოს თვეებში განხორციელდა ქ. თბილისის, სოფელ დიდგორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯოიანის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესიას ჰქონდა მცირე დაზიანება გამოფიტული იყო საპირე წყობა. დაზიანებული იყო სახურავი , ადგილებში აყრილი იყო კრამიტი. შესრულებული სამუშაოების შედეგად : √ სახურავის ფერდობები შეივსო…
მღვდელმოწამე კლიმენტი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსი მღვდელმოწამე კლიმენტი გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა 258 წელს. კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი, ოცი წლის ასაკში კი ანკვირელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლეტიანემ (258-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს წმიდა მღვდელმთავარიც. მან დაითმინა სასტიკი სატანჯველები და მტკიცედ დაიცვა…
ა.წ. 3 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქ-ნი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კორონავირუსზე საუბრობს და მრევლს კურთხევას აძლევს, კარ-მიდამოსა და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ. „გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო. ზოგიერთმა დაარქვა მას სიკვდილის ვირუსი. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარმიდამოს, ეზოს,…
ჩვენთან არს ღმერთი დავით წინასწარმეტყველი ამბობს: ,,წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.“ აი ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს. თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა ,,სიკვდილის ვირუსი“. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 1 თებერვალს ღირსი ანტონ მარტყოფელის, ღირსი მაკარი დიდის, წმიდა მარკოზის, ეფესოს მთავარეპისკოპოსის, ღირსი მაკარი ალექსანდრიელის, მოწამე ევფრასია ქალწულის და წმიდა არსენის, კერკირელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე — ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანი იყო. რომელიც საქართველოში ქალაქ ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში მოვიდა. მას განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი“. ფიქრობდნენ, რომ…