ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.03.2020 | 13:12
“ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება”

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ზიარების წესთან დაკავშირებით გაჟღერებულ მოსაზრებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება. რაც შეეხება სააღდგომო მღვდელმსახურების წესს, მეუფემ განაცხადა, რომ ამაზე მომავალში ისაუბრებენ. „ზიარების წესი არ იცვლება. ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება. სააღდგომო ლიტურგიას რაც შეეხება, ამაზე აღდგომა რომ მოვა, მერე ვისაუბრებთ….

20.03.2020 | 13:00
საეკლესიო კალენდარი: 20 მარტი

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: წმ. მღვდელმოწამეთა, ხერსონის ეპისკოპოსთა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ესთერისა, ელპიდიოსისა და აგათოდორესი; ღირსისა პავლესი; წმ. პავლე აღმსარებელისა, პრუსიადელი ეპისკოპოსისა; ღირსისა ემელიანე იტალიელისა.   წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ…

20.03.2020 | 12:15
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

სინოდი სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელებს. როგორც სხდომის დაწყებამდე, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა განაცხადა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სხდომაზე დააფიქსირებს. მისივე თქმით, სხდომის განჩინება სინოდის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.   — dogma.ge

20.03.2020 | 10:10
მსოფლიო საპატრიარქოს განცხადება

კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე, მსოფლიო საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს. 1. მსოფლიო საპატრიარქოს სურს ხაზი გაუსვას მის მოწოდებას, რომ ყველამ შეზღუდოს მოგზაურობა და სახლიდან გასვლა, დარჩნენ სახლში საკუთარი და ზოგადად საზოგადოების უსაფრთხოების გამო. 2. აფასებს იმ ადამიანების თავგანწირვას, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში საქმიანობენ და მადლიერებას გამოხატავს მათი განსაკუთრებული და უდიდესი ძალისხმევის გამო, რომ დაეხმარონ მათ, ვისაც…

19.03.2020 | 14:33
საქართველოს საპატრიარქო – კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა

საქართველოს საპატრიარქო ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით მოუწოდებს ყველას, პირადი მოსაზრებებისგან ​თავი შეიკავონ. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა. „კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00…

19.03.2020 | 10:49
ყველამ ერთად ვილოცოთ უფლის მიმართ!

ყოველდღე, საღამოს, 22:00 დან 22:15 მდე, როდესაც ბუნება სიბნელეში ეფლობა და ჩუმდება, ჩვენ ამ დროს ღმერთთან საუბარს – ლოცვას ვუთმობთ. ყველა ერთად ვაერთიანებთ ჩვენსლოცვას, იმის განცდით, რომ ღმერთს არ დაუტოვებივართ, არამედ ჩვენ განვეშორეთ მას. დავუბრუნდეთ უფალს, როგორც მზრუნველ მამას, რომელიც ხელებგაშლილი გველის და ჩვენყველას ჩაიხუტებს. ამ რთულ პერიოდში, როდესაც პანდემია საფრთხე მოახლოვდა, მოწოდებულნი ვართ კვლავუფლისკენ…

18.03.2020 | 16:01
წმინდა სინოდის სხდომის განსახილველი საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება იქნება

20 მარტს, წმინდა სინოდი ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. „სხდომაზე ზოგადად ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას განიხილავენ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა ეკლესია რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის ზიარების წესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 20 მარტს, 12:00 საათზე, სინოდის სხდომა…

18.03.2020 | 15:32
ოზურგეთსა და ჩოხატაურში სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს

ოზურგეთში სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს. ჩატარდა წყალკურთხევის ცერემონია, რის შემდეგაც ორი ავტომობილით სასულიერო პირებმა ქალაქი შემოიარეს და ნაკურთხი წყალი ქუჩებში როგორც ისინი ამბობენ, ქუჩების კურთხევის რიტუალი, ქუჩები აკურთხეს სასულიერო პირები ჩოხატაურშიც. ისინი ტაძრის მსახურებთან და მორწმუნეებთან ერთად წმინდა იოაკიმესა და ანას საკათედრო ტაძრიდან მანქანებით დაიძრნენ. კურთხევა ნინოშვილის ქუჩიდან დაიწყო. მათ გზადაგზა ჩოხატაურელები ავტომანქანებით შეუერთდნენ….

17.03.2020 | 17:43
ავადმყოფობა და მკურნალობა – არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის რჩევა სულიერი შვილისადმი

არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის რჩევა სულიერი შვილისადმი: “მივიღე თქვენი წერილი. თხოვნას, ვილოცო თქვენთვის, მე შევასრულებ. თქვენ კი აუცილებლად უნდა თქვათ აღსარება მთელი თქვენი განვლილი ცხოვრების შესახებ, დაესწროთ ღვთისმსახურებას და ეზიაროთ არანაკლებ თვეში ერთხელ, სასურველი იქნებოდა ორჯერაც. ეკლესიური ზეთი უნდა სვათ დილაობით, სიწმიდეების (სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი) მიღების შემდეგ და იცხოთ იგი ყოველდღიურად, ისე, როგორც ეს აღესრულება…

Τα σημαντικότερα νέα