საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგებელი, მამა გურამ ჭარელაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ვირუსთ გამოწვეულ შექმნილ ვითარებას ეხება. სრულად გთავაზობთ მოძღვრის პოსტს: ვფიქრობ აშკარად გამოიკვეთა, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი…! რა თქმა უნდა, ეს მისია ერგება ყვალას, მაგრამ მას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა. გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ…
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ეზო აკურთხა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურთხევას სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი დავით ბარლიანიც დაესწრო. საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად ორ მარტს გამოცხადდა. დღევანდელი მონაცემებით გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინე…
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად გადაწყვიტა, ყველა სამრევლოში წმინდა ლიტურგია და სხვა ლიტურგიკული მსახურება სასულიერო პირთა მიერ საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე ჩატარდეს. მონასტრებში კი მსახურება ჩატარდება მხოლოდ სამონაზვნო საძმოს მონაწილეობით. მონასტრებში მრევლი არ დაიშვება. ინფორმაციას და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების თარგმანს სოციალურ ქსელში რუმინეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ…
ჩვენთან არს ღმერთი! სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ტვირთვას. უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი და ეს ჯვარი მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. დიდ ხარ შენ უფალო, დიდება და მადლობა უფალს! დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ…
ზიარების წესთან დაკავშირებით არ არის მოსალოდნელი ახალი მსჯელობა, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხვალ საკვირაო წირვა ჩატარდება იმ რეკომენდაციის შესაბამისად, რომელიც დისტანციის დაცვას გულისხმობს. “ჩვენ როცა ვისმენთ დაავადების გავრცელების ახალ გარემოებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც გასათვალისწინებელია და მაინცდამაინც ზიარების წესზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი. საკვირაო წირვა ჩვეულებრივად ჩატარდება…
გვითხრეს, რომ თუკი ამის საშუალებას მისცემთ მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლებელია, ამ საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოიწიოს იმისათვის, რომ რაიმე დისკომფორტი არ შექმნას მლოცველებისთვის,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საგანგებო ვითარების გამოცხადების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, როცა საუბარია ხალხმრავლობაზე, მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად, ეკლესიის მრევლს საშუალება ექნება…
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დაწესებული შეზღუდვების მიზანი ადამიანებს შორის დისტანციის დაცვაა. „10-კაციანი შეკრებების ნებართვა არის. ამ რეჟიმში გამოიწვია გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და ბევრი შეკითხვები გააჩინა ეკლესიაში, მრევლში, სასულიერო პირებში. ჩვენ შევეცადეთ, რომ მიგვეღო უფრო დაწვრილებით განმარტებები. პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა დღეს საპატრიარქოში და მოისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით…
ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მორწმუნეებს მოუწოდა, ეკლესიებს მოერიდონ და სახლებში ილოცონ. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ ბულგარეთის ეკლესიამ ტაძრების დახურვაზე უარი თქვა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომაროება გამოცხადდა, ეკლესიამ მოქალაქეებს მოუწოდა, კანონს დაემორჩილონ. „ეს არ ნიშნავს ღვთისმსახურებაზე უარის თქმას. ეს არის მსხვერპლი, რომელიც გავიღეთ, რათა სხვა მორწმუნეების ჯანმრთელობა დაცული იყოს. გამოიჩინეთ სიბრძნე და დარჩით…
10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული რეგულაციები განმარტა. კითხვაზე, შეეხება თუ არა 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც და დაუწესდება თუ არა ეკლესიასაც იგივე რეგულაციები, პრემიერმა განმარტა: „მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას…