ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
27.03.2020 | 19:34
“ეხლა მგონი თანდათან სიცილის ხასიათი გვეკარგება და ამას ისევ პატრიარქს ვაბრალებთ?!”

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და პატრიარქის მიერ რამდენიმე ნათქვამს იხსენებს, რასაც, თავის დროს, სოციალურ ქსელში აქილიკებდნენ. “დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ: ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო; სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო; სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო; ხელი ხშირად დაიბანეთო;…

27.03.2020 | 11:23
ფოთის მიტროპოლიტი: “ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას”

დღეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ, თუ რა რესურსი აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას საიმისოდ, რომ უმაღლეს დონეზე და მასშტაბურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და იზრუნონ ღვთისა და ერის საკეთილდღეოდ, რომელიც უნდა აისახოს ადამიანის სულისა და ხორცის სიჯანსაღისთვის ზრუნვაში – ამის შესახებ საუბარია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის ეპარქიის მრევლისადმი მიმართვაში. “ქრისტესმიერო ძმებო და დებო, ნუ გამოვცდით…

27.03.2020 | 11:21
მოსკოვში ტაძრებს არ დახურავენ

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვში განლაგებული ტაძრები არ დაიხურება კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურმა განაცხადა პანდემიის თაობაზე პატრიარქთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ. მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, „თავი შეიკავოს რელიგიური ობიექტების მონახულებისგან“. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნეს, რომ გაგებით ეკიდებიან სამოქალაქო ხელისუფლების რეკომენდაციებს, მაგრამ ამასთან განაცხადეს, რომ „სასულიერო პირების…

26.03.2020 | 16:23
თბილისი იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა

დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი. ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე.       patriarchate.ge

25.03.2020 | 10:21
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მრევლს ტაძრებში სიარულის საკითხზე რეკომენდაციებით მიმართავს. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობისა და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებენ. „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე…

24.03.2020 | 16:13
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში რწმენისა და რელიგიური თავისუფლება არ შეზღუდულა

პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის ტექსტი ამბობს, რომ რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, იკრძალება თუ არა ეკლესიებში 10-ზე მეტი პირის ერთდროულად ყოფნა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, ისე…

24.03.2020 | 15:33
დასავლეთ ევროპის ეპარქია:ლიტურგია და სხვა მსახურებები ჩატარდება მღვდელმსახურთა მიერ , საზოგადოების გარეშე

“დღეს კაცობრიობა არნახული განსაცდელის წინაშე დგას, კორონავირუსული პანდემიის Covid-19 გავრცელებამ მსოფლიო ქვეყნები აიძულა საგანგებო მდგომარეობა შემოეღოთ და დაეწესებინათ სხვადასხვა შეზღუდვა მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებაზე ( გარდა: მარკეტები, აფთიაქები და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტებისა). ასევე აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის საზოგადოდ აღსრულებული საღვთისმსახურო რიტუალები ეკლესიის შიდა, თუ გარე სივრცეში. ამ რთული გამოწვევის წინაშე ჩვენი ეპარქიის სამრევლოებიც მოექცა….

24.03.2020 | 10:45
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება. აღნიშნულ საგანგებო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. „გაგაცნობთ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი სამრევლოების მიმართ მიღებულ საგანგებო გადაწყვეტილებას. კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა აღევლინოს მრევლის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ს და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ…

23.03.2020 | 18:08
პაატა იმნაძე: “მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში”

მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში?“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეკომენდაციები ეხება ყველას. „ჯერ ჩინელებზე იყო რაღაც და კიდევ კარგი მედიას სწორი პოზიცია ეკავა, იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო თავდასხმებისგან. ახლა მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანიაა. ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს ვერ გაუგებს. სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი…

Τα σημαντικότερα νέα