ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სასულიერო პირები თანდათან სწავლობენ რთულ ვითარებაში როგორ მოიქცნენ ისე, რომ არც მრწამსს უღალატონ და არც წესრიგი დაარღვიონ. როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს ისინი დაიცავენ. მისივე განცხადებით, ხატებზე მრევლს აღარ ამთხვევენ, მათ მოძღვრები პირჯვარს გადასახავენ და ნაკურთხ წყალს ასხურებენ. „როცა საქართველოში საგანგებო…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მისი ინფორმაციით, უწმინდესი მღვდელმსახურებას საპატრიარქოში დაესწრო. „ყველაფერი ნორმალურად არის, უბრალოდ გვინდოდა, რომ წნევის შემდეგ განეტვირთა თავი. წინ ბევრი დღესასწაული გველოდება. დაგვეთანხმა და საპატრიარქოში დაესწრო მსახურებას. ახლა პატრიარქი ნორმალურად, სტაბილურადაა“, – განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში ხარების საზეიმო წირვას არ…
დავფიქრდეთ, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ რომ შევუდგეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, განსაცდელები ჩვენს ცხოვრებაში ხდება იმიტომ, რომ უფალი იშვას…
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ყოველთვის, ჩვენი მრევლი ყოლფილიყო განთლებული, აღზრდილი და მორწმუნე, ერთი სიტყვით თავისუფალი, თავისუფალ ადამიანს ვერაფრისკენ ვერ მოუწოდებ, -ასე უპასუხა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტების კითხვას, მოუწოდებენ თუ არა ისინი მრევლს სახლში დარჩენისკენ. მეუფე ნიკოლოზის თქმით, თავისუფალ ადამიანს ვერანაირ ვალდებულებას ვერ დააკისრებ, მას მხოლოდ შეიძლება აუხსნა. „ძალიან კარგად გვიხსნიან ჩვენ ჯანდაცვის…
ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვა ჩაატარა. მრევლის მცირე ნაწილი წირვის მიმდინარეობისას ტაძრის ეზოში იმყოფებოდა და მსახურებას იქ ისმენდა. დიდი ნაწილი კი წირვას საკათედრო ტაძარში დაესწრო, სადაც სოციალური დისტანცია სპეციალური სტიკერებით იყო მონიშნული. ზიარება ტაძრის ეზოში, სამ ლოკაციაზე გაიმართა. ფოთის საკათედრო ტაძარის ეზოში მრევლს წირვის მოსმენა ხმის გამაძლიერებლების მეშვეობითაც შეეძლო….
დეკანოზ შალვა კეკელიას აზრით, კომენდანტის საათის პირობებშიც შესაძლებელია, რომ მრევლის სააღდგომო ლიტურგია დაესწროს ტაძრებში. მისი თქმით, ადამიანები 21:00 საათამდე მივლენ ეკლესიაში, გადანაწილდებიან, ტაძარში იქნება მონიშნული ადგილები და დილის 06:00 საათის შემდეგ წავლენ სახლებში. “პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ დაადასტურა, რომ იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისთვის, არ ღალატობს. უწმინდესმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება იმაზე რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა….
ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ, რომ ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების შესრულებას, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, აღდგომის ღამეს როგორ მოხდება სადღესასწაულო ლიტურგიის ჩატარება. ჯაღმაიძის თქმით, სასულიერო პირებისადმი რეკომენდაციაა, რომ ამ თემაზე წინასწარი განცხადებები არ გააკეთონ, რათა ამან…
ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება. აღდგომის კვირა კათოლიკური ეკლესიისთვის წელს 5 აპრილიდან, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე სომხური, კოპტური, სირიული კოპტური და ეთიოპიური ეკლესიებისთვის კი, 12 აპრილიდან იწყება. უცხოური მედია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის ჯერ ზუსტად გაწერილი არ არის მექანიზმები, თუ როგორ წარიმართება ცერემონიები, თუმცა უკვე ცნობილია,…
მეუფე ანტონი – “ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა” ამის შესახებ მეუფე ანტონმა “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე, წირვას ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით ჩაატარებს, რომელიც საპატრიარქოსგან აქვთ. ამასთან, მეუფე ანტონი საზოგადოებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დაძაბვაში ადანაშაულებს. “ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ზიარებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე. მე მაგალითად, იმასაც…