ლოცვა და პირდაპირ ეთერში ღვთისმსახურების ყურება დაეხმარება მორწმუნეებს იძულებითი მწუხარების დღეები გადაიტანონ და ეს მოუტანს მათ თავის სისუსტეებსა და ვნებებზე გამარჯვების სიხარულს. ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. „საკუთარ სახლებში, მოდით, ძლიერ ვილოცოთ, გავატაროთ დრო ტელევიზორთან, როდესაც საღვთისმსახურო ტრანსლაცია იქნება“, – განაცხადა პატრიარქმა. მანვე მრევლს მოუწოდა, ილოცონ ახლობლებზე, ქვეყანაზე მთელ…
სააღდგომო დღესასწაულზე ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ დაიხურება. თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა მრევლს მოუწოდა, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ტაძრებში ყოფნისგან, რაც კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. „ბულგარელებს მოვუწოდებ, ნუ მივლენ ეკლესიებსა და მონასტრებში ახლა. თუმცა, მითხრეს, რომ ახლა ბევრი ადამიანია, რომლებიც სასოწარკვეთაში არიან, ასეთია ათასობით ადამიანია, რომლებიც მისდევენ ტრადიციებს. ლიტურგია შესრულდება, ზარები დაირეკება და თითოეული ეპისკოპოსი იღებს ვალდებულებას,…
სასულიერო პირებს არ გვაქვს კომპეტენცია ცალკეული ტესტების ავკარგიანობაზე ვისაუბროთ. ეს მედიკოსების საქმეა! ჩვენი ვალდებულებაა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მათ, რომ ამ რთული ვითარებიდან მინიმალური დანაკარგით გამოვიდეთ. ამის შესახებ “ფეისბუკის” პირად გვერდზე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე წერს. “ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, იქიდან გამომდინარე რომ, უკვე ბევრმა თქვენგანმა (მათ შორის სასულიერო პირებმა, რომლებიც ასევე…
მართლმადიდებელი მრევლი წელს იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლის საღვთო დღესასწაულს ბზის გარეშე შეხვდება. საყოველთაო კარანტინისა და ვაჭრობის მკაცრად განსაზღვრული აკრძალვის შემდეგ, მცენარე საქართველოს ტერიტორიაზე არსად გაიყიდება. კორონავირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არც ამ დღეს იქნება გამონაკლისი. ამის შესახებ “რუსთავი 2” იუწყება. მცენარის ტოტები ბზობის დღესასწაულისთვის ეკლესიის ეზოებსა და ბაზრობებზე წლების განმავლობაში იყიდებოდა, თუმცა ახლა მრევლის…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა „იმედის დღესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა. ილია მეორის თქმით, ის გრძნობდა, რომ იმ ღამეს ხალხი არ დაუჯერებდა, თუმცა გადაწყვიტა, მათ გვერდით დამდგარიყო. პატრიარქის თქმით, 9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისთვის. „ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბ ღუდუშაური. მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა…
დღეს ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ გამოცდას ღირსეულად აბარებს, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, მხოლოდ უფლის შეწევნით გავუძლებთ და დავამარცხებთ ამ განსაცდელს. „ჩვენი მთავარი ფასეულობა იყო მამული, ენა და სარწმუნოება, რომელიც მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ გამოთქვა შემდეგი სიტყვებით: ღმერთი,…
ამ წელს სხვა ვითარებაა, ამ წელს მე ეკლესიაში ვერ მივალ. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი , – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის კანონს ვერ დაარღვევს და ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს. „3 დღეში ბზობაა, 10 დღეში კი აღდგომა. მე…
მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, რატომ არ უნდა დაემორჩილოს მღვდელი ე.წ აგრესიულ ტესტირებას?! – ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც საზგადოების გარკვეული ჯგუფის, მათ შორის სასულიერო პირების აგრესიული ტესტირების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „სახელმწიფო რეგულაციებს მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოქლაქე, სამშობლოს მოქალაქე, რომელიც ვთვლი, რომ ცოტათი მაინც პატრიოტი ვარ, ამასთან ქრისტიანი…
საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის…