ჩვენ ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები ისე, რომ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობასაც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, რელიგიური დღესასწაულებისას კანონი არ დაირღვევა და ვერ დაირღვევა, კანონის წინაშე ყველანი ერთია და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს. გარდა ამისა, როგორც გახარიამ…
საბერძნეთის ხელისუფლება კარანტინის წესების დარღვევაში ბრალდებული მღვდლების საქმის გამოძიებას პროკურატურას სთხოვს. საქმე ეხება ორ სასულიერო პირს, რომლებმაც აკრძალვის მიუხედავად, მორწმუნეები აზიარეს. როგორც ბერძნული მედია წერს, ათენის შემოგარენში, ერთ-ერთი მღვდელი მრევლს ტაძარში უკანა შესასვლელიდან უშვებდა და აზიარებდა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა წმინდა სპირიდონის ეკლესიაში კუნძულ კორფუზე. როგორც ცნობილი გახდა, კორფუს პროკურორმა უკვე წაუყენა ბრალი კორფუს ეპისკოპოსს, ასევე…
კიევის პეჩორის ლავრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის საპატრიარქოს წარმოადგენს, არქიმანდრიტი ნექტარიუსი კორონავირუსით გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ვირუსით გამოწვეული პნევმონია გახდა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “უნიანი” იუწყება. ამასთან, კიევის ინფორმაციით, კიევში „რუსეთის საპატრიარქოს შტაბბინაში“ ვირუსით 26 სასულიერო პირია ინფიცირებული. მათივე თქმით, აღნიშნულ ლავრაში ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს არ ითვალისწინებდნენ. მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოშია ასევე გადაყვანილი ლავრის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პავლე,…
მადრიდში ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. არქიმანდრიტ პიროს გოცირიძეს ვირუსის სიმპტომები 10 დღის წინ გამოუვლინდა, თუმცა მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. სასულიერო პირი “ფორმულასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების გამო, ეკლესია ერთი თვის წინ დაიხურა და ონლაინ ლოცვებზე გადავიდა. ამ დროისთვის არქიმანდრიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. “10 დღის წინ სიცხე…
მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს , – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა. ქადაგებისას ილია მეორემ აღნიშნა, რომ, როცა ჩვენ ვხვდებით განსაცდელებს, როგორიც ახლაა, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ამ განსაცდელს მადლიერებით მივიღებთ, უფალი ძალას…
სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრემ მრევლს ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებათა განრიგი გააცნო. არქიდიაკონის განცხადებით, შვიდგზის ზეთისცხება სამშაბათს 16:00 საათზე ჩატარდება. მისივე თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შაბათს, 23:00 საათზე მიბრძანდება. „ორშაბათს, 9:00 საათზე, პირველ შეწირული ლიტურგია იქნება, საღამოს 16:00 საათზე სერობის ჟამი და ცისკარი. სამშაბათს, 9:00 საათზე, ასევე პირველ შეწირული ლიტურგია, 16:00 საათზე,…
წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ მიიტანენ. ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში, “პილიგრიმ ტურსის” ტურიზმის დირექტორმა, ცისანა გემაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ისრაელში ორ სასულიერო პირთან ერთად გაემგზავრება. მისივე ინფორმაციით, წმინდა ცეცხლს სასულიერო პირებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი აეროპორტში, თვითმფრინავში გადასცემს. „წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა. თვითმფრინავში ვიჯდებით მხოლოდ ორი სასულიერო პირი და მე….
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საეკლესიო წესის მიხედით მოსახლეობა საფლავზე აღდგომის მომდევნო კვირის სამშაბათს უნდა გავიდეს. მისი თქმით, ეკლესიას ამ კუთხით ახალი რეკომენდაცია ჯერჯერობით არ გაუცია. „ჩვენ ჯერჯერობით რეკომენდაცია არ მიგვიცია, არავითარი, მაგრამ ეს რეკომენდაცია დიდი ხნის წინ გამოვაცხადეთ, რომ საეკლესიო წესის მიხედვით, საფლავებზე გადიან მეორე კვირის სამშაბათს და არა აღდგომის მეორე დღეს….
ეს შეზღუდვა ძალიან არასასიამოვნოა, რთულია, მძიმე არის და საერთოდ, ძალიან მტკივნეულია ცრემლის გარეშე უყურებდე დაცარიელებულ ტაძრებს, მაგრამ დამერწმუნეთ არანაკლებ მძიმე არის, თუნდაც გარეგნულად მოზეიმე კაცი, თუ მისი გული დაცარიელებულია და იქ თუ ღმერთი არ არის, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში ბზობასთან დაკავშირებული მსახურების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა,…