თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისგან უარყოფას ქრისტესი, ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც, რომ დავუჯეროთ მათ, მითუმეტეს დღევანდელ დროში, როდესაც არის განსაცდელი, – ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, ისაიამ განაცხადა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, აღდგომის ღვთისმსახურება ჩატარდება დილით. „ჩვენ დიდი ხანი ვნატრობდით, რომ გვქონოდა სახელმწიფო და ქვეყანა. საერთოდ ნათქვამია, ყოველი ხელმწიფება ღვთისაგან არისო. მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ…
ძნელია თქმა, რომ ვინც ეზიარება, კორონავირუსი არ შეეყრება, შიშები არის ადამიანებში, მრევლშიც შეიძლება იყოს შიში, ჩვენ ყველას შიშებს და წუხილს გაგებით უნდა მოვეკიდოთ და არ უგულებელყოფდეთ, მითუმეტეს, ეს შიშები უსაფუძვლო არც არის, – ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ზიარება, თუ ამას რწმენით არ აკეთებ, არ არის დიდი გარანტია. „დღეს…
მრევლი, რომელიც მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა განუცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერი ქრისტიანი თავად არის საკუთარ თავზე პასუხისმგებელი. მეუფე იაკობის ინფორმაციით, დღეს ფეხთა ბანვის რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში უბრალოდ არ ჩატარდა. „მე ვფიქრობ, გუშინ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ მრევლის…
თავი სიზმარში მგონია, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ არის. რეალობა ძალიან დამაფიქრებელია, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მეუფის შეფასებით, საფრთხე რეალურია. „რეალობა ძალიან დამაფიქრებელია. ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა, შეკრებილი იყო დიდძალი რიცხვი…
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, მონასტრებში სააღდგომო წირვა ჩატარდება ღამისთევით, მრევლის გარეშე, ხოლო ტაძრებში დილის 7 საათზე. მისი თქმით, ეს პატრიარქთან შეთანხმებულია. „მოგეხსენებათ, ტრადიციულად, სააღდგომო ღვთისმსახურება ყოველთვის აღესრულებოდა ღამისთევით და ახლაც, ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც არის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მდებარე, ღამისთევით ჩატარდება სააღდგომო ღვთისმსახურება, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე, მხოლოდ…
მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიხურება. თუმცა, მსახურება ჯანდაცვის სამინისტროსა და მტავრობის რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია. „ეკლესიებში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია…
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ მიიღეს. ამასთან, როგორც სასულიერო პირი ამბობს, ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლმა შეძლოს სრულყოფილად მიიღოს…
მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ, ბართლომეოსის მიმართვა, წმიდა და დიდ კვირასთან დაკავშირებით 11. April 2020 საყვარელო ძმანო და დანო, ყველასათვის ცნობილი შემზღუდველი ზომებისდა გამო, უამრავი ჩვენი ძმა, ამ წმიდა დღეებში აღსრულებულ ყველა მსახურებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით თანამონაწილეობს. მეც მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ქრისტეში ყველა საყვარელ ძმასა და დას მივმართო ერთი გზავნილით, რომელიც დიდ და…
მე, პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, კანონი არ დაირღვევა, ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის მოწოდება. „მე, პირადად, იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების გონიერების და სიბრძნის და რატომ? იმიტომ, რომ კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ…