ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა ამ ღამეს, შეგვიძლია ყველა უსიყვარულობა, განკითხვა, შური და მტრობა დავამარცხოთ!, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი ქართველებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და დასძენს, რომ „ღვთის წინაშე სიმართლით ცხოვრებით ყველა მწუხარება გაქრება“. „ქრისტე აღდგა! მინდა ყველას მოგეფეროთ! ყველას! ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა…
მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელმაც მართლაც მაგალითი მისცა მთელ მსოფლიოს და აჩვენა, როგორები ვართ ქართველები, როგორ შეგვიძლია ერთად დგომა ,- ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ (შარაშენიძე) ქადაგებისას განაცხადა. „ბოლო კვირას, ვნების შვიდეულში ჩვენ გოლგოთის გზა გავიარეთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა. თქვენთან ერთად ეს ყველაფერი უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დაგვირგვინდა. მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა…
ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ეკლესიაში დიდი პანაშვიდი 28 აპრილს ჩატარდება და სურვილის შემთხვევაში, მორწმუნეები ტაძარში მივლენ. როგორც მეუფემ აღნიშნა, ეკლესია სასაფლაოზე გასვლას არ კრძალავს. „საეკლესიო ტრადიციით, ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესია პანაშვიდებს არ იხდის. პანაშვიდს კვირაცხოვლობის სამშაბათს იხდის. ის, რომ საქართველოში დამკვიდრებულია ტრადიცია აღდგომის შემდეგ ორშაბათს გასვლა, ეს ადგილობრივი ხალხური მოვლენაა და რადგან ხელისუფლებამ…
აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. დეკანოზი აცხადებს, რომ განკითხვაც ერთგვარი ვირუსია – კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი. „ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი…
ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითეული თქვენგანის იმ ქვეყნად წასულ ოჯახის წევრს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი. პატრიარქი მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს. „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ, ღვთივკურთხეულ შვილებს, კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!…
სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: ქრისტე აღდგა! დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი… გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა…
საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. “16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა…
✠ ბართლომეოსი წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრაირქი ეკლესიას სისავსეს: მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღმდგარი ქრისტესი იყოს თქვენ ყოველთა თანა უძვირფასესო ძმანო მღვდელმთავარნო და უფალში საყვარელო შვილებო, მოიწია წმინდა აღდგომა და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი ვაქებთ უფლის დიდებას, რომელმაც სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა, თანააღადგინა მთელი ადამის მოდგმა და განახვნა ჩვენთვის სასუფევლის კარნი….
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო. მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო 5000 დამზადებულ პირბადეს გადასცემს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც შემდეგ უსასყიდლოდ დაურიგებს მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა. იღუმენია ნინოს განცხადებით, სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. სახელოსნოში დღიურად…