ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
22.04.2020 | 19:59
საეკლესიო კალენდარი: 22 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 აპრილს მოწამეების ევფსიხიოსის (362) და ვადიმ არქიმანდრიტის (376) ხსენების დღეს აღნიშნავს.   მოწამე ევფსიხიოსი საეკლესიო კალენდარში 22 აპრილი მოწამე ევფსიხიოსის (362) ხსენების დღეა. ევფსიხიოსი დაიბადა კაბადოკიის კესარიაში; მშობლებმა იგი ქრისტიანულად აღზარდეს. იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს კესარიაში იყო წარმართული ქალღმერთის, ფორტუნას ტაძარი, რომელსაც იულიანე დიდ პატივს მიაგებდა. წმიდა ევფსიხიოსმა ხალხი შეკრიბა…

22.04.2020 | 19:55
აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეკლესიებში კანკელის წინ დგას პატარა მაგიდა პურით

ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც; დაწყებით ლოცვებში სულიწმინდის მოწვევის ლოცვა “მეუფეო ზეცათაო….” სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ვამბობთ: “ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი”.ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა…

22.04.2020 | 19:51
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია – სასწავლებლის აკადემიურ კალენდარში შეტანილი დროებითი ცვლილება

სასწავლებელი დისტანციურ სწავლებას 27 აპრილის ნაცვლად 21 აპრილიდან განაახლებს. თსას-ის აკადემიურ კალენდარში შესული ეს ცვლილება საშუალებას მოგვცემს, აღვადგინოთ გაცდენილი სალექციო საათები. ამ სიახლის შედეგად სემესტრის კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივება აღარ დაგვჭირდება. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა სასწავლებელის გადასვლა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, რაც მისთვის (ისევე, როგორც, ზოგადად, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემისთვის) გარკვეული გამოწვევა იყო. თუმცა, ამავე…

21.04.2020 | 22:28
მოსკოვში კორონავირუსით სასულიერო პირი გარდაიცვალა

​მოსკოვში ელოხოვოს საკათედრო ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაშია აღნიშნული, დეკანოზი ალექსანდრ აგეიკინი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. დეკანოზი ალექსანდრ აგეიკინი 48 წლის იყო. ის ელოხოვოს საკათედრო ტაძრის წინამძღვარი 2013 წლიდან იყო. რუსეთში ოფიციალური მონაცემებით, სულ გამოვლენილია კორონავირუსის 52 700-ზე მეტი…

21.04.2020 | 22:21
ილია მეორე – ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული, ბატონი რეზო ესაძე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რეჟისორ რეზო ესაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „დღეს ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული, ბატონი რეზო ესაძე. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ქართველი…

21.04.2020 | 19:59
მარტყოფის მონასტერში რვა სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება

მარტყოფის ღვთაების მონასტერში რვა სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია ქვემო ქართლის გუბერნიაში დაუდასტურეს. სასულიერო პირების თვითიზოლაციაში გადასვლა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 11 აპრილს ერთ-ერთ მოძღვართან აღსარებაზე მისულ ქალს ორი დღის შემდეგ „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. „ისინი პრევენციულად არიან თვითიზოლაციაში. ჩემი ინფორმაციით, რაიმე სიმპტომი არ დასტურდება. თუკი რაიმე იქნება საჭიროება, ბუნებრივია, იქ…

21.04.2020 | 19:48
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია – მოსკოვში, ტაძრებში მისვლაზე დაწესებული შეზღუდვა 28 აპრილამდე გახანგრძლივდა

მოსკოვში, ტაძრებში მისვლაზე დაწესებული შეზღუდვა 28 აპრილამდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „რუსეთის პატრიარქის გადაწყვეტილებით, 28 აპრილამდე მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მსახურებას ტაძრებში სასულიერო პირები ჩაატარებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მდებარე ტაძრებში 13-დან 19-აპრილამდე მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდა. რუსეთში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი…

21.04.2020 | 19:41
თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა

აღდგომის დღეს, ან ორშაბათს საქართველოში მოსახლეობა სასაფლაოზე მიდის. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო კი წელს აიკრძალა ტრადიციული გასვლა სასაფლაოებზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა, იუწყება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს ცნობით, სასაფლაოები სხვა ეპარქიებშიც იკურთხა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გარდაცვლილებს მოიხსენიებს, ქვეყნის ტაძრებში ამ დღეს მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი…

21.04.2020 | 19:41
ნიკორწმინდის ეპარქიაში სამღვდელოებამ ქუჩები აკურთხა

20 აპრილს – ნიკორწმინდის ეპარქიაში სამღვდელოებამ ეპარქია ღვთისმშობლის ხატით დალოცა და ქუჩები აკურთხა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ყველაფერი კარგად იქნება!   — karibche.ambebi.ge

Τα σημαντικότερα νέα