ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.05.2020 | 19:45
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (03.05.2020)

სახელითა მამისთა და ძისათა და წმინდისა სულისათა ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს არის მენელსაცხებლე დედების ხსენება. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ის, რაც გააკეთეს მათ და რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს. იმ დროს, როცა მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი, მენელსაცხებელი დედები ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ ტკივილს მაცხოვრისას. მენელსაცხებელმა დედებმა თავისი…

03.05.2020 | 13:15
კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარი – თავად ვნახე ექიმების მძიმე შრომა, რასაც ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ

კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი 68 სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. როგორც ლავრის წინამძღვარი პაველი აცხადებს, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება ორი სასულიერო პირი, ხოლო დანარჩენები თვითიზოლაციაში არიან. მიტროპოლიტმა, რომელიც თავადაც იყოს ინფიცირებული „კოვიდ-19“-ით მადლობა გადაუხადა ექიმებს. „მე თავადაც გახლდით საავადმყოფოში და ვნახე ექიმების მძიმე შრომა, რომელსაც ჩვენ ხშირად არ…

02.05.2020 | 23:39
მეუფე იოანემ ქუთაისელებს „გვირილობის“ დღესასწაული მიულოცა – „ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ“

„გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბაგრატის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა. მეუფემ ქუთაისელებს „გვირილობის“ დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. „ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ“, – აღნიშნა მეუფე იოანემ. შუადღეს ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარები დაირეკა. გუშინ მეუფემ იოანემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.   — 1tv.ge

02.05.2020 | 23:29
მეუფე იოანე – მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა, ფიზიკურად შეიძლება, ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით

მოგიწოდებთ და გთხოვთ, როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, რომ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა. ფიზიკურად შეიძლება ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით , – ამის შესახებ ქუთათელ-განეათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ განაცხადა. მეუფე იოანე „გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, ამ დღესასწაულის არ ჩატარებასთან დაკავშირებით არის ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან თხოვნა და ეკლესიაც იზიარებს აღნიშნულს. „მე ქუთაისში…

02.05.2020 | 21:55
ღმერთმა ჩუმად დამიკაკუნა გულზე

“ღმერთმა ჩუმად დამიკაკუნა გულზე”, – წერს დეკანოზი სერგი ბულგაკოვი. 14 წლიდან მოყოლებული ათი წლის მანძილზე ჭაბუკი ურწმუნოდ ცხოვრობდა. სულში სიცარიელე უტრიალებდა. მაგრამ ერთხელაც მოვიდა უფალი და გულზე დაუკაკუნა. ეს მაშინ მოხდა, როცა მგზავრობისას პირველად კავკასიის მთებს მოჰკრა თვალი. ამან ისე აღაფრთოვანა, რომ ბალღობის წლები გაახსენა, მაშინდელი გულწრფელი რწმენა. მაგრამ გზაში შემოაღამდა და კავკასიის მთები სიბნელემ…

02.05.2020 | 21:50
მკვდრეთით აღმდგარი ბერი სნეულებისგან განიკურნა.

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებას ადასტურებს მრავალი მაგალითიც ქრისტიანთა მკვდრეთით აღდგომისა. დიდი მამა იყო წმინდა სვიმონი, გარეჯის წინამძღვარი. მაგრამ ისიც კი, რა თქმა უნდა, არ იყო ბოლომდე სრულყოფილი. როდესაც გარდაიცვალა, ერთი საათის შემდეგ გაცოცხლდა და მაშინვე მთელი თავისი ქონება გარეჯის მონასტრებს გაუყო “საწირავად და სალოცავად სულისა თვისისა”. ერთი კვირის შემდეგ, თავისი და მონასტრის…

02.05.2020 | 21:47
პალესტინაში აღმოჩენილი ქართული განძი

როგორც “არტინფოს” ვებ გვერდიდან ვგებულობთ, იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ იუდას უდაბნოში 1952 წელს ქართული მონასტრის წარწერები აღმოაჩინა, რომლებიც სპეციალისტების მიერ დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის უძველესად არის მიჩნეული. წარწერები იატაკზე მოზაიკით არის შესრულებული. ასომთავრულით შესრულებული სამი წარწერიდან, ერთი დაუზიანებელია, ორი კი ფრაგმენტების სახით არის შემორჩენილი.პირველი წარწერა VI საუკუნით, კერძოდ 532–552 წლებს შორის პერიოდით თარიღდება, მეორე…

02.05.2020 | 21:45
ჯვარცმულმა იესომ ღვარძლიან და გულგრილ სახეთა შორის ღვთისმოსავ დედათა ცრემლიანი თვალები დაინახა

უფლის ბრწყინვალე აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა. მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, იოანა, სუსანა და სხვები… პატივი, როემლსაც ეკლესია მიაგებს მათ, ვნების დღეებში უფლის მიმართ გამოჩენილი ერთგულებისა და სიყვარულისთვის მიენიჭათ. მაცხოვრის სიტყვამ ღვარძლი და ბოროტება აღძრა იერუსალიმის მღვდელმთავართა სულებში. სიძულვილი ქრისტეს მოწაფეებსა და მიმდევრებსაც გადასწვდა – მაცხოვრის შეპყრობის შემდეგ მათი…

02.05.2020 | 21:40
საეკლესიო კალენდარი: 2 მაისი

ეკლესია 2 მაისს ღირსი იოანეს, პალესტინის ძველი ლავრის ხუცესის, მოწამეთა: ფეონას, ქრისტეფორეს და ანტონინეს, მღვდელმოწამისა პაფნუტისა, იერუსალიმელი ეპისკოპოსის, ასევე წმ. გიორგი აღმსარებელის, ანტიოქიის ეპისკოპოსის და ღირსი ნიკიფორე იღუმენის ხსენების დღეს აღნიშნავს. იოანე, პალესტინის ძველი ლავრის ხუცესი ღირსი იოანე (VIII), ახალგაზრდა იყო, როცა დატოვა სახლ-კარი, იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად წავიდა და საღვთო შურით აღძრული დაემკვიდრა ღირსი…

Τα σημαντικότερα νέα