საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირებაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება თავად ეპარქიაში უნდა მიიღონ. ასე უპასუხა ანდრია ჯაღმაიძემ დასმულ კითხვას, მიიღო თუ არა საპატრიარქომ რაიმე გადაწყვეტილება ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდართან დაკავშირებით. ჯაღმაიძის განმარტებით, საპატრიარქო ამ საკითხში ვერ ჩაერევა. „ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნეს რამე გადაწყვეტილება…
ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიის ნაწილია. „მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც არ შეეხო მეორე მსოფლიო ომის შედეგები. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში, თავი შესწირა იმ მიზანს, რაც ქვეყნის დაცვას…
საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ქართველი სასულიერო პირი მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული არ არის. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს მოსკოვში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს დაუდგინდა „კოვიდ-19“-ის ვირუსი. „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დაუკავშირდა რუსეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილს….
ყველაფერი კარგად იქნება, ერთი უნდა იცოდეთ, რომ სინოდში აბსოლუტურად ძლიერი ერთობაა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინოდში განსაკუთრებული ერთობა იყო და „მთელი მსოფლიო დააჩოქეს ქართული ეკლესიის გარდა“. „მონასტრის დედებს, მამებს, მრევლს, მთელ საქართველოს დიდი…
სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს. ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ყველას მადლობა გადაუხადა გამოჩენილი თავდადებისთვის და შექმნილ ვითარებაში სინოდის ერთიანობას გაუსვა ხაზი. „მონასტრის დედებს, მამებს,…
აჭარაში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მოქმედ ტაძარში აღნიშნავენ. ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დილიდან ხალხმრავლობაა, თუმცა მორწმუნეები ლოცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ესწრებიან. ტაძარში შეკრებილი მრევლის განლაგებას სტიქაროსნები უზრუნველყოფენ, ხოლო ტაძრის ეზოში სამართალდამცავები არიან მობილიზებული და მოქალაქეებს დისტაციის დაცვისკენ მოუწოდებენ. როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მორწმუნეები ხატებს პირბადეების გამოყენებით ემთხვევიან…
ის, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს არის განსაცდელი, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მძიმე განსაცდელი, რაც კაცობრიობას გადაუტანია, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ყოფილა უფრო მძიმე, სასიკვდილო დაავადებებიც, რაც ქართველ ხალხს და…
„დოიჩე ველე“ წერს, რომ საქართველოში აღდგომის შემდეგ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების სწრაფ მატებას ელოდნენ, რადგან ეკლესია შემოღებულ უსაფრთხოების ზომებს არ დაემორჩილა, თუმცა მთავრობამ მასობრივი ინფიცირების შეჩერება სხვა მეთოდებით მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით „დოიჩე ველემ“ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „კორონავირუსი საქართველოში: როგორ მოახერხა ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის ეპიდაფეთქების თავიდან აცილება აღდგომის შემდეგ“. „ეპიდემიის შეჩერების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულ ზომებს ექსპერტები…
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა. პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ გიორგობა ეროვნული დღესასწაულია. „ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოში, ეს დღე საზეიმოდ აღინიშნებოდა…