თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) ჰყვება თავის ერისკაცობის დროინდელ ამბავს: “სიონის ტაძარში ერთ-ერთი მღვდელმთავარი აღავლენდა წმინდა მეფე თამარის სავედრებელ პარაკლისს. ამ დროს შემობრძანდა მამა გაბრიელი (ურგებაძე ). აშკარად ვიგრძენი, რაღაც დიდი მადლი შემოვიდა ტაძარში. იგი მღვდელმთავრის გვერდით დადგა. ტაძარში მყოფთ თვალი მოავლო. ეტყობა, წმინდანის მიმართ მოწიწება ვერ დაინახა. ავიდა ამბიონზე და მრევლს შესძახა: “დაიჩოქეთ,…
მირტაზანი ერქვა ადრე ნიკალა ფიროსმანის სოფელს. ეტიმოლოგია აუხსნელია. რაღაც კავშირი აქვს მაზდეანურ ცეცხლის საგზებელთან – ატროშანთან, მცირე ალავერდის საძირკველში რომ ჩამარხეს ქრისტიანებმა. გვიან გაამარტივეს ტოპონიმი – მირზაანი უწოდეს. უყვართ ქიზიყში უბრალოება, მაგალითად, მოციქულ იოსებ არიმათიელის საყდარს არმათიონი ჰქვია. აღმოსავლური ელფერი მაცდურია: სოფელი ხან ,,საუფლისწულოდ”” მონათლეს (,,მირზა” სპარსულად ,,უფლისწულს” ნიშნავს), ხანაც მირზა-ხანის ყივჩაღურ სადგომად. არა უშავს,…
წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი, წმიდა იოანე ღმრთისმეტყველის ძმა წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან – მოციქულ იოანე ღმრთისმეტყველთან ერთად. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ…
დაფინანსებას თუ შეგვიწყვეტენ, შეგვიწყვეტენ და თუ გაგვიზრდიან, გაგვიზრდიან. არ მინდა დღევანდელ დღეს თანხებზე და ფულზე ვისაუბრო, – ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, ბიუჯეტიდან მიღებული თანხა ძირითადად განათლებას ხმარდება. „დაფინანსებას თუ შეგვიწყვიტავენ, შეგვიწყვიტავენ და თუ გაგვიზრდიან გაგვიზრდიან. არ მინდა დღევანდელ დღეს თანხებზე და…
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, საღმრთო ლიტურგიას მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ჩაატარებს. საზეიმო წირვა 10:00 საათზე დაიწყება. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე მიულოცა. პატრიარქის თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დიდ დღესასწაულს ქართველი ერი მთელი კვირის განმავლობაში იზეიმებს. „გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს, ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლოს წილხვედრად აღყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა,…
თორმეტ მოციქულთა შორის პირველად უფალმა წმინდა ანდრია მოციქულს მოუწოდა, ამიტომ მას პირველწოდებული ეწოდება. “მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა”, -ამ სიტყვებით იხმო წმინდა ანდრია და მისი ძმა, მოციქული პეტრე, როდესაც ისინი გალილეის ზღვის ნაპი¬რას თევზაობდნენ. ამ წუთიდან მოყოლებული, ძმები განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის…
ძველი სტილით 29 აპრილს (ახ. სტ. 12 მაისს) ეკლესია იხსენიებს ღირს ოპტელ მამას ნექტარიოსს (ტიხონოვი). იგი გახლდათ ღირსი ანატოლის (ზერცალოვი) და ღირსი ამბროსის (გრენკოვი) მოწაფე. წმინდა ნექტარიოსი დაიბადა ქალაქ ელეცში, ღარიბ ოჯახში. მამა 7 წლისას გარდაეცვალა. გონიერი და ცნობისმოყვარე ბავშვი იყო, მაგრამ გაჭირვების გამო მხოლოდ სკოლის რამდენიმე კლასი დაამთავრა. მისი ყრმობიდან მხოლოდ ერთი ამბავია ცნობილი….
ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული მთელი კვირის მანძილზე აღინიშნება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მან ამასთან დაკავშირებით განჩინება გამოსცა. „ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა. ჩვენ დღეს შევასრულებთ სამადლობელ პარაკლისს და მადლობას შევსწირავთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს….