ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
17.05.2020 | 15:12
პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობის დალოცვა მიმდინარეობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წუთებში, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობის დალოცვა მიმდინარეობს. ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ავტოკოლონით მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე…

17.05.2020 | 15:10
ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს

საპატრიარქოს ინფორმაციით, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას. „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით…

16.05.2020 | 21:05
მონტენეგროში აქციების შემდეგ, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 8 სასულიერო პირი გაათავისუფლეს

მონტენეგროში, საპროტესტო აქციების შემდეგ, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 8 სასულიერო პირი გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესის დროს, ასობით ადამიანი შენობასთან შეიკრიბა და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა. ცნობისთვის, სასულიერო პირები 12 მაისს დააკავეს, მას შემდეგ რაც მათ ნიკსიქის ქალაქში რელიგიური მსვლელობა გამართეს, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მონტენეგროს გადაწყვეტილება ოფიციალურმა ბელგრადმაც…

16.05.2020 | 20:51
მამკოდის მამათა მონასტერი

მამკოდის მამათა მონასტერი საკმაოდ შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. როცა მონასტრისკენ სავალ გზას დავადექით, მეგონა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მივდიოდით. მსგავსება დავინახე მათ შორის. მონასტრის წინამძღვარს საუცხოოდ გაუმშვენებია და დაუმშვენებია მამკოდის მონასტერი. ღვთისმშობლის ტაძრის გარშემო მამათა საცხოვრებელი სენაკებია მოწყობილი. მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი სვიმონი (სოხაძე)…   გადმოცემით ვიცით, რომ მამკოდის მამათა მონასტერი IX საუკუნეშია დაარსებული. მონასტრის შემადგენლობაში ორი ტაძარია…

16.05.2020 | 20:31
საპატრიარქო – პატრიარქის კურთხევით, ხვალ სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას დალოცავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ საზეიმო წირვის შემდეგ ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა….

15.05.2020 | 17:44
ადამიანი თავისუფალია, აირჩიოს ღვთის გზა ან სატანის გზა, მესამე გზა არ არსებობს

ბერი ერმოლაოსი (ჭედია): – თქვენ გაინტერესებთ ალბათ, თუ რა არის მონასტერი? და რას ნიშნავს მონაზვნობა? მონასტერი ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომლებმაც საკუთარი ნებით უარი თქვეს საკუთარ ნებაზე და სურვილებზე, ყველაფერ ამქვეყნიურზე: სიამოვნებაზე, კარიერაზე, გემრიელ საჭმელებზე, გართობაზე, ტელევიზორზე, კინოზე, თეატრზე, სიცილზე, ქეიფზე, განცხრომაზე და ასე შემდეგ და ერთად შეიკრიბნენ რომ დარჩენილი სიცოცხლე გაატარონ ღმერთის სამსახურში, ლოცვაში…

15.05.2020 | 17:13
საეკლესიო კალენდარი: 15 მაისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 15 მაისს ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, წმიდა ათანასე დიდის, წმიდა მოწამე ესპერის, მისი მეუღლისა და  შვილების, ასევე წმიდა კეთილმსახური მთავრის  მოციქულთასწორი ბორის-მიხეილ ბულგარელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373) დაახლოებით 297 წელს დაიბადა ალექსანდრიაში. მან დიაკვნის ხარისხში მიიღო მონაწილეობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე…

15.05.2020 | 17:02
მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის დაკავება გააპროტესტეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა

მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის დაკავება გააპროტესტეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. საპროტესტო აქციები მას შემდეგ გაიმართა, რაც სერბეთის მართლმადიდებლი ეკლესიის ეპისკოპოსი და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი კარანტინის დარღვევაში დაადანაშაულეს და დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნიკიშიჩსა და პლევლიაში 14 მაისის ღამეს აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, ეპისკოპოსს და სასულიერო პირებს კარანტინის დროს მასობრივი…

15.05.2020 | 12:30
გთხოვთ, შეეწიეთ სოფელ ჭანდრების კვირაცხოვლის სახელობის დედათა მონასტერს

შეეწიეთ ქარელის რაიონის სოფელ ჭანდრების, კვირაცხოვლის სახელობის დედათა მონასტრის მშენებლობას. მონასტერი ამჟამად იმყოფება უმძიმეს პირობებში – არის მოსაგვარებელი უამრავი პრობლემა. ტაძარს არ ჰყავს მრევლი და გამომდინარე აქედან შემოსავლის წყაროც მწირია. ნახეთ ვიდეო (გადადით ლინკზე) გთხოვთ, მიიტანოთ გულთან ჩვენი მდგომარეობა და დაეხმაროთ მონასტერს! საბანკო ანგარიშია: საქართველოს ბანკი – GE75BG0000000048899100 მიმღები: რუის-ურბნისის ეპარქიის სოფელ ჭანდრების კვირაცხოვლის სახელობის…

Τα σημαντικότερα νέα