23 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას მოციქულისა სიმონ მოშურნისა (I); მოწამეთა: ალფიოსისა, ფილადელფოსისა, კვიპრიანესი, ონისიმესი, ერაზმისა და სხვათა (251); მოწამისა ისიხიოს ანტიოქიელისა (IV); ღირსისა ისიდორა სალოსისა (IV); ნეტარისა ტაისიასი (V). წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I) კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული – წყლის ღვინოდ გადაქცევა…
წმიდა შიოს ლოცვითა და მადლით დაარსებული შიომღვიმედ წოდებული მონასტერი თხუთმეტი საუკუნეა დიდ მცველად ეგულება ქართველთა მოდგმას ხილულ და უხილავ მტერთაგან დასაცავად. იქ მიდიოდა საქართველოს ყველა მართლმადიდებელი მეფე, პოულობდა სულიერ საზრდოს, ლოცულობდა, დიდ საფასურს სწირავდა და აშენებდა მონასტერს, ზრუნავდა იმაზე, რომ არ შეწყვეტილიყო იქ მოღვაწეობა. ჩვენამდე მოღწეულია დიდი მეფის წმინდა დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი, რომელითაც მან…
წინასწარმეტყველი ესაია (VIII ს. ქრისტემდე) სამეფო გვარის შთამომავალი იყო. მისი მამა, ამოსი შვილს ღვთისმოშიშებით და სჯულის ერთგულებით ზრდიდა. სრულწლოვანებას მიღწეული ესაია დაქორწინდა ღვთისმოსავ ქალზე (ეს. 8;3) და ეყოლა ვაჟი (ეს. 8;18). წინასწარმეტყველური მოღვაწეობა ესაიამ ქრისტეს შობამდე 759 წელს, ოზიას მეფობის ხანაში დაიწყო. უფალმა ესაიას განსაკუთრებული სასწაულებრივი ხილვით მოუწოდა. ესაიამ იწინასწარმეტყველა იუდეველთა ტყვედ წასხმა ბაბილონში და დაბრუნება…
ქრისტე აღდგა! ჩვენთან არს ღმერთი ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი მოწყალე მშობელია ჩვენი, მოწყალე მამაა. თითქმის ყოველ ადამიანს თავის ცხოვრებაში გამოუცდია წმინდა ნიკოლოზის შეწევნა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აღესრულებინა მას თხოვნა. მოწყალეა, მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსულმანებსაც ეხმარება. მახსენდება მონაყოლი უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II-ისა, რომელსაც წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით სწყალობდა….
წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117), გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. მაცხოვარმა მოუწოდა იოანეს, ისიც იაკობთან და პეტრესთან ერთად იესო ქრისტეს ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფე გახდა. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და…
VI საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, იოანემ, შეარჩია “მთაი მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით და ცხოველსა ჯვარსა ჩრდილოით კერძო. აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰქვიან ზედა-ზადენ”. 20 მაისს წმინდა იოანე ზედაზნელის ხსენებაა. შეგვეწიოს მისი მადლი! — karibche.ambebi.ge
პირველი ქრისტიანი იმპერატორის, წმინდა კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდგომ მისი ვაჟი კონსტანცი გამეფდა, რომელიც ფრიად თანაუგრძნობდა არიოზს. სწორედ ჭეშმარიტების დასამოწმებლად გამოჩნდა წმინდა ქალაქის თავზე 351 წლის 7 მაისს, სულთმოფენობის დღეს, სამ საათზე უზარმაზარი ჯვარი, რომელიც საკვირველად ბრწყინავდა. ეს სასწაული უამრავლა ადამიანმა იხილა, ჯვრის გამოცხადება გოლგოთის მთის თავზე დაიწყო და ელეონის მთას მისწვდა, გოლგოთიდან 15 სტადიონით რომ…
მართლმადიდებელი ეკლესია 20 მაისს იერუსალიმის ცაზე პატიოსანი ჯვრის გამოცხადების სასწაულის ხსენებას აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების, საქართველოს მეფე ბაგრატ III-ის და მოწამე აკაკი ასისთავის ხსენების დღე. იმპერატორ კონსტანცის დროს იერუსალიმის ცაზე პატიოსანი ჯვრის გამოცხადების სასწაული პირველი ქრისტიანი იმპერატორის, წმიდა კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოვიდა მისი ვაჟი…
რელიგია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 19 მაისს მართლისა იობ მრავალვნებულის, მოწამეთა: ბარბარისა, ბაკხუსისა, კალიმაქესი და დიონისეს, ასევე მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა მართალი იობ მრავალვნებული წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება…