21 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია შემდეგ წმინდანებსს მოიხსენიებს: ღირსი ეფრემ, ანტიოქიის პატრიარქი, ღირსი ზოსიმე ფინიკიელი, წმიდა დიდი მოწამე თეოდორე სტრატილატი, ღირსი ნავკრატიუსი, ღირსი მელანია, ღირსი აფრე, წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი. წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) (+1609) წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ…
2020 წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს შეხვდნენ. სემინარზე იმსჯელეს, სად გადის ზღვარი სასულიერო პირისა და ფსიქოლოგის თანადგომას შორის, როგორ უნდა წარიმართოს სასულიერო პირისა და ფსიქოლოგის ურთიერთთანამშრომლობა, როგორ უნდა გადაიჭრას ის ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც თანამედროვე მორწმუნე ადამიანებს აწუხებთ, განიხილეს ადამიანის ფსიქოტიპები, აგრეთვე შიშისა და ფობიების ყველაზე…
თეოდოტე ანკვირელი წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, ის გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით, თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც. წმიდა თეოდოტე სატუსაღოებში აკითხავდა ქრისტეს აღსარებისთვის პყრობილებს, გამოისყიდდა მათ და პატივით მარხავდა მხეცთა საჯიჯგნად მიმოფანტულ მოწამეთა გვამებს. ერთხელ წმიდანმა შვიდი ქალწულმოწამის ცხედარი ამოასვენა ზღვიდან…
ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ახალგაზრდობაში მოინათლა, რის შემდეგაც ძალიან თავშეკავებულად ცხოვრობდა. საღვთო შურით აღძრულმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა. იორდანის უდაბნოში ღირს გერასიმეს (ხს. 4 მარტს) ეწვია, მოინახულა სხვა წმიდა მამებიც და ყოველი მათგანისგან ის სათნოებანი შეითვისა, რომელშიც ისინი წარემატებოდნენ. ეგვიპტეში დაბრუნებული ბესარიონი ბერად აღიკვეცა და წმიდა ისიდორე პელუსიელის…
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე ტომოსისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამო აღძრეს. როგორც თავად ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, მას ბრალად ედება „რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება“. ეს განცხადება პოროშენკომ აქციაზე გააკეთა, რომელიც კიევის პეჩერის რაიონის სასამართლოს შენობასთან იმართება. „თურმე, მათ კიდევ ერთი საქმე აღძრეს ჩემ წინააღმდეგ. მას ასე ჰქვია „რელიგიებს შორის შუღლის…
ახმეტის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასმა ბანკეტზე უარი თქვა. აბიტურიენტები შეგროვებულ თანხას ადგილობრივ ხატმწერს გადაუხდიან, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატს შექმნის. ხატს ისინი ეკლესიას გადასცემენ. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია გურჯაანმა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებს ბანკეტის გადახდა თელავის ერთ-ერთ რესტორანში ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა გამოსაშვებ საღამოზე უარი თქვეს. როგორც კლასის დამრიგებელმა, ნინო ჭიღიტაშვილმა On.ge-სთან საუბრისას თქვა, ინიციატივა მას ეკუთვნის:…
მართლმადიდებებლი ეკლესია 18 ივნისს მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერექისა, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგიოსისა, სელინიიოსისა, ერინეოსისა, პამბონესი, ღირსი დოროთეს, სერიდის სავანის მკვიდრის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე დოროთე წმიდა მღვდელმოწამე დოროთე (+დაახლ. 362) ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მან დატოვა ტვირი და განერიდა მტარვალებს. ხოლო კონსტანტინე დიდის მეფობისას ის დაუბრუნდა თავის…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 ივნისს წმიდა მიტროფანეს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქის, მოწამეთა: ფრონტასიოსის, სევერინეს, სევერიანეს და სილანეს, მოწამე კონკორდიოსის, მღვდელმოწამე ასტის, ღირსი ზოსიმეს, ასევე ღირსი მართას და მარიამის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+325-326) მოღვაწეობდა კონსტანტინე დიდის (306-337) დროს. მისი მამა, დომენტი რომის იმპერატორის პრობის (276-282) ღვიძლი ძმა იყო. დომენტიმ…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთ ევროპისა და სლავური დიასპორის სამთავარეპისკოპოსოს მმართველს, დუბნინის მიტროპოლიტს იოანეს მიმართავს. წერილს ხელს აწერს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე. წერილში აღნიშნულია, რომ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, არქიმანდრიტ იეროთეოზის ხელმძღვანელობით პარიზში ქართული სამრევლოს დაარსება იგეგმება, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელია. „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულის და…