ა.წ. 22 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მიერ ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა გამწვანების ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მსჯავრდებულებმა ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის (წინამძღვარი თეოდორა (მახვილაძე) მიერ ნაჩუქარი 600-მდე ყვავილი და ბუჩქი დარგეს. ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, ქ-ნმა ლალი გოგინავამ, რომელმაც…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ივნისს ღირს იოანე (თორნიკე) მთაწმიდელს; ღირს ისიდორე სამთავნელის, ;ღირს ონოფრე დიდს, ღირს პეტრე ათონელს, ღირსთა: იოანეს, ანდრიას, ირაკლემონსა და თეოფილეს იხსენიებს. იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი თორნიკე ერისთავი (Xს) ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, ქართლის სპასპეტი, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე. ილანე მას ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა. ის ერთხანს ათონის…
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ. ერთხელ პაფნუტიმ გადაწყვიტა, მოენახულებინა მეუდაბნოე ბერები და მათივე მონათხრობიდან შეეტყო, როგორ ცხოვრობდნენ ისინი. ღირსმა მამამ დატოვა სავანე და უდაბნოს სიღრმეში შევიდა; ოთხი დღის შემდეგ…
რუმინეთში კომპანია „გუგლი“ორი ათასი ევროთი დააჯარიმეს იმის გამო, რომ ინტერნეტმომხმარებელმა ქვეყანაში მშენებარე უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი „გუგლის“ რუკაზე შეურაცხმყოფელი სახელით მონიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს. კომპანიის დაჯარიმების გადაწყვეტილება რუმინეთის ეროვნულმა ანტიდისკრიმინაციულმა საბჭომ მიიღო. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა „გუგლის“ რუკაზე საკათედრო ტაძარი მონიშნა სახელწოდებით „რუმინელი ერის გასულელების ტაძარი“. იმის მიუხედავად, რომ რუკაზე სახელწოდება რამდენიმე…
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ივნისს იღუმენია თამარ მარჯანიშვილის, მღვდელმოწამე ტიმოთე – პრუსელი ეპისკოპოსის, წმიდა მოწამეთა: ალექსანდრე და ანტონინა ქალწულის, ღირსი თეოფანე ანტიოქიელის და წმიდა პანსემინას, წმიდა ბასიანე, ლავდიის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. იღუმენია თამარ მარჯანიშვილი ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის უფროსი და თამარ მარჯანიშვილი 1869…
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის თარიღთან დაკავშირებით, შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარს ესტუმრა. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარისკაცებისა და ოფიცრების თანამედროვე თაობა ერთგული რჩება ტრადიციებისადმი და პატივს სცემს გამარჯვებულთა თაობას. “1941 წლის 22 ივნისს დიდი სამამულო ომი დაიწყო. ეს იყო საზარელი და უზარმაზარი ტრაგედია, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა,…
აბასთუანი IX-X საუკუნეებში ოძრახედ მოიხსენიებდნენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა ოცხე, XIX საუკუნიდან კი აბასთუმანი. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. ოძრხე, ოძრახე ისტორიული ციხე ქალაქია, რომელიც ლეონტი მროველის თანახმად, ქართველ ხალხთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს-ოძრხოსს დაუარსებია, რომელიც დაბა აბასთუმნის მახლობლად მდინარეების – ოძრხესა და კურცხალის წყალის წყალგამყოფ კლდოვან ქედზე მდებარეობდა. იგი დარაჯობდა ამ მდინარეთა ხევებზე…
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეორე კვირას, ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმინდა მთაზე გაბრწყინებულთა ხსენების დღეს იქადაგა. მან მრევლს ღირსი ათონელი მამების ხსენების დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისათა წმინდისათა! ქრისტესმიერ საყვარელნო მეუფენო, მამებო, ძმებო…
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა გიგიბერია მიიჩნევს, რომ ეკლესიის კრიტიკოსებს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც სახელმწიფოზე შესტკივათ გული და არც ეკლესიაზე. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა. ქადაგების ვიდეოჩანაწერს ფეისბუკგვერდი “საქართველოს იმედი” ავრცელებს. სრულად გთავაზობთ გავრცელებულ ქადაგებას: “როდესაც გამწერეს საავადმყოფოდან, ექიმმა მითხრა, რომ 6 თვე სახლიდან არ გამოვსულიყავი და რეაბილიტაცია იყო ძალიან მკაცრად განსაზღვრული – წოლითი…