ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2020-2021 წლისთვის აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე: • ბიბლეისტიკა: მოდული ა) ძველი აღთქმა მოდული ბ) ახალი აღთქმა • ეკლესიის ისტორია მოდული ა) მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია მოდული ბ)საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია • პატროლოგია • დოგმატიკა • ლიტურგიკა • კანონიკური სამართალი სადოქტორო საგანმანათლებლო…
ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2020-2021 წლისთვის აცხადებს მიღებას ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 1. თეოლოგია (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა); 2. ქრისტიანული ფსიქოლოგია (ბაკალავრიატი); 3. ქრიტიანული ხელოვნებათმცოდნეობა (ბაკალავრიატი); 4. ხატწერა (ბაკალავრიატი); 5. დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია (ბაკალავრიატი); 6. საეკლესიო არქიტექტურა (ბაკალავრიატი). თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ბაკალავრიატის საფეხურის…
ა.წ. 6 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი პიტერ სიიარტო, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქ-ნი ვიქტორია ჰორვატი და მათი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველო…
ყაზანის ჩუმეევის მამათა მონასტერში 3 ივლისს უეცრად გაჩნდა ხანძარი. ტაძარი მთლიანად დაიწვა. ალი ელვისსისწრაფით მოედო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მოპოვების სახელობის ტაძარს, განადგრდა საკურთხეველი სადაც დაბრძანებული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. 4 ივლის როდესაც ნამწვავზე ბავშვები დადიოდნენ ერთერთმა რაღაცაზე ფეხი წამოიკრა, ეს სასწაულოქმედი ღვთისმშობლის ხატი აღმოჩნდა რომლის განადგურებას უკვე გლოვობდა მრევლი. შეგახენებთ რომ ტაძარი 1770 წ ხანძრით…
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი იერონიმე მეორე აცხადებს, რომ თურქეთი აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ვერ გაბედავს. „თურქები ყველა თამაშს თამაშობენ, რომელიც ხელში მოხვდებათ. ეს კიდევ ერთი ასეთი თამაშია. მე მჯერა, რომ ისინი ამას ვერ გაბედავენ“, – განაცხადა იერონიმე მეორემ ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას. აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ…
30 ივნისს, მოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) საღვთო ლიტურგია აღავლინა მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ იერომიელთან (ფილიშვილი) და ადგილობრივ და სხვა ეპარქიებიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებთან ერთად. წირვას ბორჯომისა და ბაკურიანის, ასევე სხვა ეპარქიებიდან ჩამოსული მომლოცველები და საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ვაჟთა…
ერი, რომელიც ღვთისა და მამულის ერთგულია, სასწაულს ღმერთი მოუხდენს, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე დანიელმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ასევე მღვდელმოწამე მიქაელ ყულოშვილზე იქადაგა. „დღეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია იხსენიებს მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის მღვდელმოწამეს, მიქაელ ყულოშვილს ჰერეთიდან, ანუ საინგილოდან. მიქაელი გამოირჩეოდა ჰერეთში განათლებით, სამწყსოსათვის…
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გილოცავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს და ამასთან დაკავშირებით, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენი ქვეყნისადმი იმ თანადგომისთვის, რაც წლებია, ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის. გვინდა,…
ვარკეთილის მესამე მასივში, კალაუბნის ქუჩის ბოლოში, მდებარეობს მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ტაძარი. 2014 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით მიტროპოლიტმა თადეოზმა (იორამაშვილმა) აკურთხა ტაძრის საძირკველი. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა დეკანოზი გოჩა წიწილაშვილი. ჯერჯერობით აშენდა სამლოცველო, სადაც ყოველკვირეულად ლოცვა აღევლინება. უსახსრობის გამო ამჟამად ტაძრის მშენებლობა შეჩერებულია. მშენებლობის დასახმარებლად შეიქმნა ფონდი “ერთსულოვნება”, რომლის რეკვიზიტია: ლიბერთი ბანკი, GE98LB0115127572159000 მამა გოჩას შეგიძლიათ…