მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოსს, კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ თქვენი ყოვლადუწმინდესობის ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღს! უკვე ოცდაათი წელია თქვენ ატარებთ ფრიად საპასუხისმგებლო და საპატიო ტვირთს პირველიერარქისა. კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტის მწყემსმთავრობა ყოველთვის მძიმე და რთული იყო, მაგრამ მან განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა შეიძინა ჩვენს…
ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია. მე ასე ვიტყოდი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, უნდა იყოს კიდევაც თანასწორი, მაგრამ ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი. ესე იგი, არაჩვეულებრივი პატიმარია, – ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ…
ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება – სამწუხაროც და სასიხარულოც, სიმძიმილიცა და ბედნიერი ჟამიც, ან ღვთის ნებით, ან ღვთისგან დაშვებულია, რათა ჩვენ ამა თუ იმ მოვლენის ღრმა სულიერი აზრის დანახვა ვისწავლოთ და ჩვენი თავი შევიცნოთ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. „ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 ოქტომბერს წმიდა მოციქულ იაკობ ალფესის, ღირსი ანდრონიკეს და ათანასიას, მართალი აბრაამ მამამთავრის და მისი ძმისწულის, წმიდა მოწამეების ებენტის და მაქსიმეს, წმიდა აღმსარებელ პოპლიას, ღირსი პეტრე გალატიელისხსენების დღეს აღნიშნავს Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოციქული იაკობ ალფესი წმიდა მოციქული იაკობ ალფესი კაპერნაუმელი მეზვერის,…
მეუფე შიოს არაფერი განცხადებები არ გაუკეთებებია, ჩვეულებრვად იქადაგა ის, რაც საეკლესიო სწავლებაა, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მიტევება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანი ნანობს თავის საქციელს და ეს არის მთავარი ლაიტმოტივი მეუფე შიოს ქადაგებისა. „ითქვა, თითქოს მეუფე შიომ რაღაც განცხადებები გაკეთა, არაფერი განცხადებებია რ გაუკეთებებია, მეუფე შიომ ჩვეულებრვად იქადაგა…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ოქტომბერს ღირსი იოსებ ხუცესის, წმიდა მოწამეთა სერგის და ბაქოსის, იულიანე ხუცესის და კესარიოს დიაკონის და ასევე პოლიქრონიოს ხუცესის ხსენების დღეს აღნიშნავს. putnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო…
ჩვენს გულში არ უნდა იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში – ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ ვიძიოთ შური, არ ვუსურვოთ ბოროტი ჩვენს მტერს. თუ ამას მივაღწევთ, უკვე დიდი გამარჯვება იქნება საკუთარ თავზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიოს თქმით, დღეს…
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) იმ სასულიერო პირებს მიმართავს, ვინც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს. მისი თქმით, „შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს.“ „შერიგება საღმრთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან,…
ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მინდა მივმართო ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად თავი არ დაზოგა და მამულს ერთგულად ემსახურა. ბევრი მათგანი ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა, ბევრიც კვლავ ჩვენს გვერდით არის და აგრძელებს ცხოვრებას. საქართველოს ეკლესიის წმინდანთა მეოხებით იმქვეყნად წასულნი უფალმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს. ხოლო აქ მყოფთ და მათი ოჯახის წევრებს თვისი წყალობა მიჰფინოს და ჭეშმარიტების გზით…