საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 8 აგვისტოს მღვდელმოწამე ერმოლაოსის, ერმიპეს და ერმოკრატეს – ნიკომიდიელ ხუცესთა, ასევე მოწამეთა პარასკევას ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამენი ერმოლაოსი, ერმიპე და ერმოკრატე – ნიკომიდიელნი ხუცესნი უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 7 აგვისტოს მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედის, ასევე წმიდათა დედათა: ოლიმპიადა დიაკონისასი და ევპრაქსია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს. მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედისა ნეტარი ანა, მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. მისი მეუღლე, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო. ცოლ-ქმარი ღვთის…
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი მადლიერი იყო, რომ საქართველოში ასეთი შთამბეჭდავი ადგილის მონახულების შესაძლებლობა მიეცა. „ელჩმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ადგილის დიდ პოტენციალს სოფლის მეურნეობის ცენტრად და ადგილობრივი სათავგადასავლო ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო „ფეისბუქზე“ ავრცელებს….
საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა კვლევა „მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენციის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“. სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგები გააცნო დაინტერესებულ მხარეებსა და პარტნიორებს გაეროს ბავშვთა ფონდმა 2020 წლის 4 აგვისტოს. შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის…
ა.წ. 6 აგვისტოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ (მუჯირი), სამუშაო შეხვედრა გამართა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ლელა ბაქრაძესთან, საქართველოს საპატრიარქოს რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელთან ქ-ნ თეა გოგოტიშვილთან და კავშირი ,,21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარესთან, ბ-ნ პაატა გაჩეჩილაძესთან. შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნული ფონდისა და საპატრიარქოს თანამშრომლობა ოჯახში…
ნავთლუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის დაზიანების ფაქტზე გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყება. სსკ-ის 2592 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით 31 ივლისს მიმართა. სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პარალელურად, გამოძიებით დადგინდება იმ პირის ან პირთა ჯგუფის ვინაობა, ვისი უშუალო ინიციატივითაც მე-18 საუკუნის კულტურული მემკვიდროების ძეგლზე…
ა.წ. 14 ივლისს ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში კავშირი “21-ე საუკუნის’’ ინიციატივით შედგა ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იღებდნენ. შეხვედრაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი . ისტორიული…
2020 წლის 6 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია. ღონისძიებაში მონაწილეობდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიაც, რომელსაც წარმოადგენდა პრორექტორი სასწავლო დარგში, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ბატონმა…
ჩვენი სასწავლებლის კურსდამთავრებულს – ელენე ზედგინიძეს მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა – საშვილოსნო-საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნის აგრესიული ფორმა. ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია, მაგრამ მოკლე ხანში მეორე ოპერაციის აუცილებლობა გამოიკვეთა. ახლა ელენე ემზადება ქიმიოთერაპიისა და მეორე ოპერაციისთვის. დეტალური ხარჯთაღრიცხვა არაა ცნობილი ჯერჯერობით. ვიცით მხოლოდ ის, რომ სენის შესაჩერებლად დიდი თანხაა საჭირო და დრო ცოტა გვაქვს. სამწუხაროდ, ოჯახს…