მართლმადიდებელი ეკლესია 15 აგვისტოს ზეიმობს პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანებას და პოვნას ნაწილთა მართალთა – ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა და მღვდელმოწამე სტეფანეს, რომის პაპისა და მისთანათა ხსენების დღეს აღნიშნავს. პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანება იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლს და პოვნა ნაწილთა მართალთა – ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა. აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი…
“პირველს შვიდთაგან ბორცვზედა სტამბოლისა, ძველ მოედანზედ “აგვისტეონისა”, ბრწყინავს დიდებული ტაძარი წმ. სოფიასი, – დიდებული, წარჩინებული ხელოვნება ბიზანტიისა, გვირგვინი ხელოვნებისა და კანონი საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა..” დეკ. პეტრე კონჭოშვილი იმპერატორმა კონსტანტინემ ახალი დედაქალაქისათვის ადგილი ბოსფორის ნაპირას, ბორცვებიან ნახევარკუნძულზე შეარჩია, სადაც ადრე პატარა დაბა ბიზანტიონი მდებარეობდა. 324-330 წლებში აშენდა ქალაქი, რომელსაც მისი დამაარსებლის სახელი – კონსტანტინეპოლი ეწოდა. პირველ რიგში…
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის მარხვა 1(14) აგვისტოდან იწყება და 15(28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 14 აგვისტოს შვიდ მაკაბელ მოწამეს, მათ დედას სოლომონიას და მოძღვრს ელიაზარს იხსენიებს. ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი…
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის ნეშტია დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს პანაშვიდზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 8 სამხედრო და 5 სამოქალაქო პირი….
სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი პაველი მღვდელმსახურებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩარევისგან. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. „მე დღეს ღვთისმსახურებს ვესაუბრე, რადგან მესმის, რომ ზოგიერთი მათგანი ინტერნეტრესურსების, სოციალური ქსელების გამოყენებით ცდილობს, საკუთარი მოსაზრებით გამოვიდეს, როდესაც მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობს. ჩვენ ღმერთი მოგვიწოდებს, არ ჩავერიოთ პოლიტიკურ საკითხებში. პოლიტიკით პოლიტიკოსები უნდა დაკავდნენ, ჩვენ კი უნდა დავამშვიდოთ მოქალაქეთა გულები“,…
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ IRI-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს. პატრიარქის შემდეგ ყველაზე დიდი კეთილგანწყობა გამოკითხულებს ამირან გამყრელიძის მიმართ აქვთ – 74%. გარდა ამისა, IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63%-ს გიორგი გახარია მოსწონს, 57%-ს – კახა კალაძე, 53%-ს – დავით ბაქრაძე, 42% -ს – შალვა ნათელაშვილი, 41%-ს – ბიძინა ივანიშვილი, 41%-ს…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 12 აგვისტოს ცოტნე დადიანის, მოციქულთა: შილას, სილუანეს, კრისკენტის, ეპენეტოსის და ანდრონიკეს, მოწამე იოანე მხედრის, და სხვა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ცოტნე დადიანი ცოტნე დადიანი იყო დიდგვაროვანი ქართველი ფეოდალი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის პირველ ნახევარში. ცოტნე დადიანი მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ კოხტასთავის შეთქმულებაში 1245 წელს. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს,…
როგორც ბორჯომი TV გვამოცნობს, ბორჯომში, ყვიბისის მახლობლად, ბერის საყდრების მამათა მონასტერთან არქეოლოგებმა აკლდამა აღმოაჩინეს. აკლდამაში, სამარხთან ერთად, მონეტა და კერამიკისაგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები იყო დაფლული, რომელთა შესწავლაც ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომის ისტორიისა და კულტურისათვის. არქეოლოგები თვლიან, რომ აკლდამა სავარაუდოდ X-XI საუკუნეშია აგებული, სავარაუდოდ იგი იმ ბერების საძვალეა, რომლებიც იმ პერიოდში აქ არსებულ მონასტერში მოღვაწეობდნენ. ბერის საყდრები…