საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა გუშინ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტ ნიკოლოზს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე ელჩის სამცხე-ჯავახეთში ვიზიტი და ის მრავალმხრივი ურთიერთობა განიხილეს, რომელიც საელჩოს, მიტროპოლიტსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკავშირებთ. მათ შორის სხვა ეკლესიებთან და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობების…
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება XIX საუკუნეში აგებულ წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას. სამუშაოები ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ადგილზე გაეცნენ. ამ ეტაპზე ტაძრის გადახურვა და გარე ფასადის მოპირკეთება…
თურქეთში ქრისტიანულ ტაძარს მეჩეთად გადააკეთებენ. საუბარია სტამბოლში მდებარე ხორას მონასტერზე, სადაც მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდებარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ თურქული ბიურო ავრცელებს. მონასტერს 1945 წლიდან მუზეუმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ბიზანტიური ეპოქის მონასტრისთვის მინიჭებული მუზეუმის სტატუსი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გააუქმა. ახლა კი, პრეზიდენტის განკარგულებით, ტაძარი რელიგიის საკითხთა დირექტორატს გადაეცემა და ის…
აბასთუმანში ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს,- ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს. მათივე ცნობით, აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ტაძართან ერთად იგეგმება სამრეკლოსა და აუცილებელი სხვა ნაგებობების აშენებაც. „2020 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების…
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე): – ყველას ვულოცავ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს, თაბორის ღვთაებრივი ნათელი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს. ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. “ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ერი, რომელიც ვიდოდა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ”,- ღაღადებს და გალობს წმინდა ეკლესია. მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ,…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 18 აგვისტოს მოწამე ევსიგნიოსის; მღვდელმოწამეთა ანთვირესი და ფაბისა რომის პაპთა; მოწამე პონტიოს რომაელის, მოწამეთა: კანტიდის, კანტიდიანეს და სიბელის – ეგვიპტელთა; ასევე მართლი ნონას ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში წმიდა მოწამე ევსეგნიოსი წმიდა მოწამე ევსეგნიოსი ანტიოქიაში დაიბადა III საუკუნის…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 აგვისტოს შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანეს, იამბლიხოსის, მარტინიანეს, იოანეს, დიონისეს, ექსაკუსტოდიანეს და ანტონინეს ხსენების დღეს აღნიშნავს Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. შვიდი ეფესელი ყრმა სულ სამი წელი განაგებდა რომის იმპერიას დეკიუსი, მაგრამ მრავალი ქრისტიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთხელ იმპერატორი კართაგენიდან ეფესოში ჩავიდა, ქალაქის შუაგულში…
28 წლის წინ, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის სულების პატივის მისაგებად ტაძარში, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან ერთად, სხვადასხვა უწყებისა და სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.