ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
28.08.2020 | 14:00
მარიამობა – ფოტოამბავი სიონის საკათედრო ტაძრიდან

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება. სიონის საკათედრო ტაძარში კი საღმრთო ლიტურგიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან…

27.08.2020 | 17:29
მსოფლიო პატრიარქი შატილის გზაზე უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ილია მეორეს სამძიმრის წერილს უგზავნის

  მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი შატილის გზაზე ავარიისას დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს. ბართლომეოსი ​ საქართველის პატრიარქს, ილია მეორეს სამძიმრის წერილს უგზავნის. „მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სამძიმრის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასადმი: უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოსი და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო და სანატრელო ძმაო და ჩვენთა, მდაბალთა ამათთა თანამწირველო, თქვენს ღრმად…

27.08.2020 | 17:25
დღეს სიონის საკათედრო ტაძარში შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება

დღეს, 27 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პანაშვიდი 19:00 საათზე დაიწყება. შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ავარია სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს…

27.08.2020 | 17:20
ოკუპირებული „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ ნაჩუქარ ხატს უკან აბრუნებს

ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ ხატის საჩუქრად გადაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, „აფხაზეთის ეკლესია“ არ იღებს ილორის ტაძრისთვის ნაჩუქარ ხატს და მას უკან აბრუნებს. „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის მონაწილეობით ილორის ტაძარს საქართველოს ეკლესიისგან საჩუქრად ჩამოუტანეს და მას უკან აბრუნებს. აღნიშნული მისია ჩატარდა აფხაზეთის…

26.08.2020 | 16:17
“რომ ხედავდეთ, რა მადლი გადმოდის წირვაზე, ეკლესიის მტვერს შეაგროვებდით რომ პირი დაგებანათ”!

არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) წიგნში “გადარჩენის საიდუმლო” ვკითხულობთ: – არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) გვიამბობდა : როგორ გამოცდის ღმერთი ადამიანს: “როცა მოხეტიალე ცხოვრებას ვეწეოდი, სამთავროს მონასტერში მივედი და იღუმენიას ღამის გასათევი ვთხოვე. მან მიპასუხა: “ჩვენთან მამაკაცები არ ათევენ ღამესო”. მაშინ ეზოში გავედი და ჭიშკართან ჩამოვჯექი. ერთ-ერთი მონაზონი ჭიშკრის დასაკეტად ჩამოვიდა და იყვირა: “შენ, აქ რას აკეთებ?! ახლა ძაღლი…

25.08.2020 | 13:07
ილია მეორე აფხაზეთიდან დევნილი ნაირა კალანდიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აფხაზეთიდან დევნილი ნაირა კალანდიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ქალბატონ ნაირას გარდაცვალების გამო. იგი, შეიძლება ითქვას, იყო ერთგვარი სიმბოლო, ერთი მხრივ, მათი, ვინც აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლი გახდა და, მეორე მხრივ, მათი, ვინც ქართული სულის გაუტეხლობისა და საქართველოს ერთგულების მაგალითად იქცა. იგი დღეს მიებარება მშობლიურ მიწას. ღმერთმა აცხოვნოს…

24.08.2020 | 17:11
სანამ ვინმეს მკვახე სიტყვაზე უპასუხებდე, ოცდაათჯერ წაიკითხე უფლის ლოცვა

  ადამიანი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს თავისი სულის წვრთნისათვის. როცა ვინმე შენს საქციელს განიკითხავს, რაც უნდა მართალი იყო, გაიხსენე, შენც ხომ განგიკითხავს სხვა უსამართლოდ. ასე გადაიტანე განკითხვა საკუთარ თავზე, რადგანაც რა საზომითაც მიუზღავ, იმავე საზომით მოგეზღვება. თუ ჩვენ გვინდა ყველას ვუყვარდეთ, ჩენც უნდა გვიყვარდეს ყველა. თუ გვინდა სხვამ არ დაგვამციროს, არც ჩვენ უნდა დავამციროთ არავინ. არც…

24.08.2020 | 17:08
მსოფლიო პატრიარქი – აია სოფიასა და ახლა უკვე ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა

ფაქტია, რომ აია სოფიას და ახლა უკვე ხორას მონასტრის მუსლიმურ მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა, – ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საკვირაო ლიტურგიის შემდეგ განაცხადა. “სტამბოლის ეს ორი უნიკალური ძეგლი აშენებულია როგორც ქრისტიანული ტაძრები, რომლებიც აჩვენებდნენ ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტ განხორციელებას, ქვეყნის მაცხოვრის სილამაზეს. ისინი გამოხატავენ ჩვენი რწმენის უნივერსალურ სულს, სიყვარულსა და მარადიულობის იმედს. მათი მოზაიკა…

24.08.2020 | 17:04
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

  დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან, ა.წ. 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. გვინდა ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და, მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ. ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ჩვენი შვილები, – ახლადგარდაცვალებულნი…

Τα σημαντικότερα νέα