ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.09.2020 | 16:31
საეკლესიო კალენდარი: 1 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 სექტემბერს მოწამე ანდრია სტრატილატის და მისთანა 2593 მოწამეთა, მოწამეთა: ტიმოთეს, აღაპისა და თეკლას, წმიდა. პიტირიმის, პერმის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს   წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი და მის თანა ორიათასხუთასოთხმოცდაცამეტი მოწამე წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი რომაელთა ლაშქარში მსახურობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. მას ნათლისღება ჯერ არ მიეღო, მაგრამ მტკიცედ სასოებდა იესო…

31.08.2020 | 17:55
წმიდა ტბელი აბუსერიძე (XIII) – 17 (30) აგვისტო

წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ. წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ…

31.08.2020 | 17:51
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (29.08.2020)

  თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს…

28.08.2020 | 15:26
სალომე ზურაბიშვილი – ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე, დაგვაძლევინოს სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა

  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორწმუნეებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს. „გილოცავთ მარიამობას! ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე, დაგვაძლევინოს სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა! ფარავდეს ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს და მოგვანიჭოს ძალა ურთიერთ ატანისა და გატანისა!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.   1tv.ge

28.08.2020 | 15:19
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ანგი ხუციშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანი და რვა ქალია. „საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ…

28.08.2020 | 15:03
მეუფე შიო – ვეცადოთ განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისგან და მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის

დღევანდელი დღე გვეუბნება იმას, რომ გარდაცვალება ეს არ არის რაღაც საშინელი რამ, არამედ ეს არის ჩვენი იმედის, სიხარულისა და მარადიული ცხოვრების სასოების საგანი, – ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, ღვთისმშობლის მთავარი მოწოდება არის უფლის სიტყვების აღსრულება. “ჩვენ ვადიდებთ ამ შესანიშნავ დღეს, ყოვლადწმინდა ღვითსმშობელს და ვფიქრობთ, რა დაგვიტოვა მან ჩვენ. რა…

28.08.2020 | 14:55
ილია მეორე – გვახსოვდეს, მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა მოსახლეობას მოუწოდა, არ შეუშინდეს გაჭირვებასა და უსამართლობას. გარდა ამისა, ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა,…

28.08.2020 | 14:45
ბაგრატის ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს

ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე სხვა სამღვდელო პირებთან ერთად აღავლენს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ გაიმართება ლიტანიობა. დღესვე ჯვრით დაჯილდოვდება 28 სასულიერო პირი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა,…

28.08.2020 | 14:30
სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღევლინება

  სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღევლინება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. „ახალი სტილით 28 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია, მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ყველაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. ამასთან დაკავშირებით, სიონში უძველეს საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ძალიან…

Τα σημαντικότερα νέα