ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
11.09.2020 | 14:23
11 სექტემბერი – მძიმე მარხვის დღე

რამეთუ იროდის ეშინოდა იოანესი და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდა არს, და სცვიდა მას, და ისმინის მისი, და მრავალსა პატივსა უყოფდა, და ჯეროვნად ისმენდა მისსა (მარკ.ვ, კ). იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება. “როდესაც ვინმე დაუახლოვდება მეფეს,…

11.09.2020 | 14:17
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთას აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ, ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება

უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას „ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად   თავისკვეთა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი გალილეის მმართველმა, ჰეროდე ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა წინასწარმეტყველი ჰეროდეს დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის, არაბეთის მეფის, არეთას ასულის დაგდებისა და თავისი ძმის, ფილიპეს…

11.09.2020 | 14:08
2020 წლის 16 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“ განახორცილა სამშვიდო პროექტის მეორე ფაზა სახელწოდებით: „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“

ფონდი „ლაზარე“ 10 წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უშუალო მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წარმატებით ახორციელებს სამშვიდობო პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ და ემსახურება ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდების ერთმანთთან დაახლოება-დამეგობრებას. გასულ წელს საზაფხულო ბანაკს ჩრდილოეთ ოსეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50 მონაწილე სტუმრობდა, წელს…

10.09.2020 | 15:55
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 სექტემბერს წმიდა მოწამე შუშანიკის, ღირსი მოსე შავის და ანნა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 სექტემბერს წმიდა მოწამე შუშანიკის, ღირსი მოსე შავის და ანნა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამე შუშანიკი    წმიდა შუშანიკი ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაზდეანობა მიიღო და მეფეს დაჰპირდა,…

10.09.2020 | 15:49
ბორჯომში, ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარზე ლოდების მშრალი წყობით ნაგები სამეურნეო დანიშნულების საცხოვრებელი შენობები აღმოაჩინეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევთან, ნადიკრებისა და გოგიჩაანთ ღელის მე-12 საუკუნის ნამოსახლარზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით მიმდინარე სამეცნიერო ექსპედიციისას ახალი არქიტექტურული ნაგებობები გამოვლინდა. ე.წ. მეგალითური ნამოსახლარის გაწმენდისას ლოდების მშრალი წყობით ნაგები სამეურნეო დანიშნულების საცხოვრებელი შენობები აღმოჩნდა, რომლებიც გეგმარების სპეციფიურობით გამოირჩევა და არქაული იერსახე აქვს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს​ ინფორმაციით, გოგიჩაანთ…

09.09.2020 | 20:16
ქორწილის, ქელეხის და სხვა ღონისძიების გამართვა 10-მდე ადამიანის მონაწილეობით კვლავ ნებადართულია

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების თანახმად, აკრძალულია არა ქორწინების აქტის გაფორმება, არამედ ამ ღონისძიების 10 კაცზე მეტის შემადგენლობაში აღნიშვნა. ამის შესახებ imedinews-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება. კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10-ს არ უნდა აღემატებოდეს. არაუმეტეს 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც. —…

09.09.2020 | 18:11
სამყაროში სიყვარული სიყვარულით ვრცელდება

📖 „ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში“ (1 იოან. 4, 16). 💥 მთელი სამყარო მხოლოდ ღვთის სიყვარულით არსებობს და ცოცხლობს. ღმერთმა სიყვარულისთვის და სიყვარულის გამო შექმნა არაფრისგან ყველაფერი. ჩვენ, ყოველივე შექმნილთან ერთად, მხოლოდ სიყვარულის კანონის დაცვით მოვახერხებთ საკუთარ შემოქმედს მივეახლოთ, მის…

09.09.2020 | 17:49
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იწყებს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმ სასულიერო პირების შესახებ, რომლებიც თავს სასულიერო პირებად წარმოაჩენენ და აღასრულებენ ღვთისმსახურებას, სინამდვილეში კი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არ აქვთ ღვთისმსახურების ჩატარების უფლება სხვადასხვა მიზეზის გამო.

ასევე მოგაწვდით რეალურ ინფორმაციას იმ ერის ადამიანების თაობაზე, რომლებმაც თვითნებურად შეიმოსეს სასულიერო სამოსი, თავს სასულიერო პირად მოიხსენიებენ და შეცდომაში შეჰყავთ მორწმუნეები. ვფიქრობთ, აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება საზოგადოებას, თავი აარიდოს გაურკვევლობას და არ აღმოჩნდეს არაკეთლსინდისიერი ქმედებების მსხვერპლი. — ambioni.ge

09.09.2020 | 17:38
საეკლესიო კალენდარი : 9 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 სექტემბერს ღირსი პიმენ დიდის, წმ. ლიბერიოსის, რომის პაპის, ღირსი პიმენ პალესტინელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსი პიმენ დიდი ღირსი პიმენ დიდი დაახლოებით 340 წელს დაიბადა ეგვიპტეში. ანგელოზებრივი ცხოვრების მაძიებელმა, ძმებთან – ანუბისა და პაისისთან ერთად დატოვა ეს სოფელი, ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. ერთხელ, როცა ხმა ღირსი პიმენის ღვაწლისა…

Τα σημαντικότερα νέα