მოწამე სევერიანეს, ღირს თეოფანე აღმსარებელეს, მოწამეთა ხარიტონსა და სტრატორეს, ნეტარის ნიკიტა კონსტანტინოპოლელის, და აღნიშნავს წმ. თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსის ნაწილთა პოვნას და აღმოყვანება. საეკლესიო კალენდარში ამ დღეს არის III მსოფლიო კრების ხსენებაც. წმიდა იოაკიმე და ანა წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან….
ვეცადოთ, რომ დიდი სიყვარული გვქონდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიც დედაა ყოველი ჩვენგანის, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და დალოცა. მეუფეს თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ერში სწორედ პატრიარქმა ააღორძინა და ამის მაგალითია ასევე ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის სახელმწიფო დონეზე აყვანა. „ჩვენ დღეს, ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად…
მეუფეების კონკრეტული გადაწყვეტილებაა დაესწრონ თუ არ დაესწრონ ამა თუ იმ პარტიის კონკრეტულ ღონისძიებას, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილიმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მეუფეების მისვლა „ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებაზე რამდენად მიზანშეწონილია და არის თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერა. დეკანოზის განმარტებით, ეკლესია არც ერთი პარტიის საარჩევნო კამპანიაში არ…
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს. „დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს. უდიდეს ქრისტიანულ ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანას წმინდა მარიამ…
ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას,- ასე უპასუხა საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტების შეკითხვას, მეუფეების მისვლა „ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებაზე რამდენად მიზანშეწონილია და არის თუ არა ეს მმართველი პარტიის მხარდაჭერა. „ეს არ ნიშნავს მხარდაჭერას. მხარდაჭერა არის სიტყვიერი განცხადება, მხარდაჭერისკენ მოწოდება”, – განუცხადა მეუფე შიო მუჯირმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებას რამდენიმე მეუფე დაესწრო….
თუ სახელმწიფო არის კეთილგანწყობილი და არ ეთაკილება ეკლესიასთან ურთიერთობა, მზად ვართ, ვიყოთ იქ, სადაც ხდება სახელმწიფოებრივი ნებისმიერი რამ, ვის უნდა შევუთანხმო, სად წავიდე და სად არა, – ასე პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვას ვანი-ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, რატომ ესწრებიან სამღვდელო პირები მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრებს და იქონიებს თუ არა ეს გავლენას მოქალაქეების არჩევანზე. როგორც მიტროპოლიტი ამბობს,…
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. 1tv.ge
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია 20 სექტემბერს მოწამე სოზონტის, მოციქულთა ებოდისა და ონისიფორეს, 70-თაგანთა; ასევე მოწამე ევფსიქის და ღირსი ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამე სოზონტი წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს…
საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯვრის მონასტრის კონსერვაცია 506 000 დოლარით დაფინანსდება. „სიხარულით ვაცხადებთ, რომ ჯვრის მონასტრის პროექტმა გაიმარჯვა ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსში! მიმდინარე კვლევით სამუშაოებს, რომელსაც ასევე აშშ-ის მთავრობა აფინანსებს დაემატება შენობის მთლიანი გარე ფასადის საკონსერვაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს, გუმბათს რვავე მხარეს და კედლის ზედაპირს, დაახლოებით, 1 200 კვადრატული…