ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
25.09.2020 | 13:46
საეკლესიო კალენდარი : 25 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 სექტემბერს მღვდელმთავრ გიორგი ჭყონდიდელის, მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელის, მღვდელმოწამე ავტონომეს, მოწამეთა იულიანეს და მისთანა 40 მოწამეთა, მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის, მღვდელმოწამე კორნუტის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსი გიორგი ჭყონდიდელი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის აღმზრდელი. გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა…

24.09.2020 | 18:43
2020 წლის 21 სექტემბერს საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში, სოფელ დიდ ჩაილურში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა

სოფელში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარის, მღვდელ თეიმურაზ ქორიძის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის „დავითანნი“ მხარდაჭერით, ტაძრის ეზოში გაიმართა დღესასწაულისადმი მიძღვნილი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული სოფლის მცხოვრებნი, განსაკუთრებით – ახალგაზრდები. როგორც მამა თეიმურაზმა ბრძანა: „ეს ღონისძიებები ემსახურებოდა ახალგაზრდების სულიერ განვითარებას, მათში განათლების, ქართული კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის…

24.09.2020 | 16:26
გელათის სამონასტრო კომპლექსზე ხარვეზების გამოსწორების სამუშაოები

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვითსმშობლის სახელობის ტაძარზე გამოვლენილი სარესტავრაციო ხარვეზების გამოსწორების პროცესში, რომელსაც შემსრულებელი კომპანია კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული სანებართვო პირობების მიხედვით ახორციელებს, დასრულდა ხარაჩოს მოწყობის სამუშაოები. დროებითი ღონისძიების ფარგლებში სრულდება მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ მკლავების მყარი დროებითი გადახურვის მოწყობაც, რომელიც კედლებისა და სახურავის შეპირაპირების მონაკვეთებზე არსებული კერებიდან წყლის ინფილტრაციის პრევენციას უზრუნველყოფს. ამავდროულად…

24.09.2020 | 16:16
გელათის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი ისტორიული მარანი ნადგურდება

გელათის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი ქვევრები და კედლის ნაწილები ნადგურდება. ამის ამსახველი ფოტოების ლაშა ბერეკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დადო. ,,გელათის ტერიტორიაზე უნიკალური ქვევრები ნადგურდება. ჯერ შეფუთვამდე იშლებოდა, ახლახანს შეუფუთავთ, მაგრამ იმედია იციან, რომ ამის ასე დატოვე არ შეიძლება.შესაძლოა, დაინესტოს და ჩამოიშალოს. მე-18 საუკუნის არის და დიდი ღირებულება არ აქვსო ასე უთქვამთ”, – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი. კულტურული…

24.09.2020 | 15:31
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმატებით ჩაერთო Erasmus+ პროგრამაში

2020-2021 სასწავლო წლიდან თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმატებით ჩაერთო Erasmus+ პროგრამაში. Erasmus+ პროგრამის (KA107) ფარგლებში თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიასთან. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის მობილობას. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება გამოცდილების ურთიერთგაზიარება,…

24.09.2020 | 15:26
საეკლესიო კალენდარი: 24 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის, მოწამეთა: დიმიტრის, ევანთიას, დიმიტრიანეს, დიოდორე და დიდიმე ასურელთა, იას, ღირსი ევფროსინეს, ღირსი სილოანე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   კრწანისის ბრძოლაში თავდადებულნი: 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები მე-18 საუკუნის მიწურულს, აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა…

23.09.2020 | 14:29
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ ერთობლივ პროექტს განხორციელებენ

2020 წლის 19 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ყოველწლიური პროექტის „წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2020“ მე-12 გამოშვების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი), დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, დეკანოზი ლევან ალადაშვილი, დეკანოზი გიორგი კალანდია, მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი, მღვდელი…

23.09.2020 | 14:22
საეკლესიო კალენდარი – 23 სექტემბერი

ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა.   წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ…

23.09.2020 | 14:03
ღირსი მოსე შავის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის კურთხევა

2020 წლის 17 სექტემბერს, წმინდა წინასწარმეტყველ მოსეს ხსენების დღეს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) სოფელ გუმბრასთან მდებარე ღირსი მოსე შავის სახელობის მამათა მონასტრის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგენილია მღვდელ-მონაზონი მოსე (ცქიტიშვილი). ვულოცავთ მამა მოსეს და ქუთაის-გაენათის ეპარქიას ახალი მონასტრის დაფუძნებას და ვუსურვებთ სულიერ აღმავლობას. მოამზადა მარიამ გაგუამ წყარო: საპატრიარქოს უწყებანი — ambioni.ge

Τα σημαντικότερα νέα