ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.09.2020 | 20:08
საეკლესიო კალენდარი: 30 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 სექტემბერს მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი, თეოდოტიას, და აღათოკლიას, წმიდა 156 მოწამეთა: პელის და ნილოს ეგვიპტელ ეპისკოპოსთა, ზენონ ხუცის, პატერმუთისი, ილიასი და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო კეთილმსახური ქვრივი, წმიდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა…

29.09.2020 | 19:00
26 სექტემბერს, წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, დედა ეკლესიის წიაღს წმინდა სპირიდონ ტრიმუფუნტელის სახელობის ტაძარი შეემატა

დიდი დიღმიდან როგორც კი დაადგებით მუხათგვერდისკენ მიმავალ გზას, ხელმარჯვნივ სამანქანო, ვიწრო გზა მამათა მონასტერთან მიგვიყვანთ. მონასტერი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებმა დააფუძნეს. ვინ იფიქრებდა, თუ ამ გაუდაბურებულ ადგილას ოდესმე ღვთის სახლი დაფუძნდებოდა და ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. მონასტრის წინამძღვრია, არქიმანდრიტი ფოკა (მარკოზია). უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტ ფოკას (მარკოზია) ძალისხმევით, მონასტერთან ტაძრის მშენებლობა ორი…

29.09.2020 | 18:41
ჯვართამაღლებას გილოცავთ!

პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების დღესთან დაკავშირებით, ედირნეკაპის წმ. გიორგის ქართულ სამრევლო ტაძარში აღევლინა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია. ლიტურგიის შემდეგ კი – გრადიციული აღაპი, იგივე სამრევლოს სიყვარულის ტრაპეზი, რის დროსაც, სამრევლოს წინამძღვარი, მამა ილია პასუხობდა მრევლის შეკითხვებს სულიერ საკითხებთან დაკავშირებით. კონსტანტინოპოლი/სტამბოლი 27.09.20   ჯვართამაღლებას გილოცავთ!პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების დღესთან დაკავშირებით, ედირნეკაპის წმ. გიორგის… Geplaatst door…

29.09.2020 | 18:38
შეხვედრა ახალგაზრდებთან

ა.წ. 26 სექტემბერს, ედირნეკაპის წმ. გიორგის ქართულ სამრევლო ტაძარის წინამძღვარი მამა ილია ჯინჯოლავამ გაიმართა შეხვედრა სტამბოლში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდების ერთ [მცირე] ნაწილთან. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში წარიმართა და გაცნობით ხასიათს ატარებდა, თუმცა გაჟღერებულ იქნა სხვადასხვა სახის ინიციატივები, მათ შორის, სოციალურ-საქველმოქმედო, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. ხასგასმულ იქნა, რომ ერთობა ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა ერთის მხრივ,…

28.09.2020 | 16:46
ილია მეორე უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ვლადიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, დიდად ვწუხვართ უკრაინაში ა.წ. 26 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი და თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,…

28.09.2020 | 16:31
იოსებ ალავერდელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ალავერდის საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება ჩატარდა

28 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ალავერდის საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მთელი ღამის განმავლობაში ლოცვას, ადგილობრივთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მრევლიც ესწრებოდა. იოსებ ალავერდელი 13 ასურელ მამას შორის იყო, რომლებიც საქართველოში მეექვსე…

27.09.2020 | 20:45
ილია მეორე – აღვავლენთ ლოცვებს, რაღა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას

აღვავლენთ ლოცვებს, რაღა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას , – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს წერილშია ნათქვამი, რომლითაც პატრიარქი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ ფართომასშტაბიან დაპირისპირებას ეხმაურება. „დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახანს დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ…

27.09.2020 | 20:40
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ეკლესიის შვილები არიან ნებისმიერ პარტიაში – მღვდელმთავრებს აქვთ თავისუფლება, რომ თავისი აზრი გამოთქვან

ეკლესიის შვილები არიან ნებისმიერ პარტიაში , – ასე პასუხობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად მართებულია საარჩევნო შეხვედრებზე მეუფეთა დასწრება. მისი თქმით, ეკლესია ოფიციალურად რომელიმე მხარეს არ ირჩევს, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ სასულიერო პირებს თავისი შეხედულებები აქვთ. „ეს არის თითოეული მღვდელმთავრის არჩევანი, დაესწრებიან თუ არა ამა თუ იმ ღონისძიებას. ზოგადად,…

27.09.2020 | 20:16
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა სრულდება. სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსაყდრესთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ჯვართამაღლების დღესასწაული მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში…

Τα σημαντικότερα νέα