ა.წ. 1 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის განყოფილების თანამშრომლები და ნათლულთა გუნდის ხელმძღვანელები ქ-ნი მაია მიქაბერიძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო. დეკანოზმა შალვამ, რომელიც საყოველთაო ნათლობებს ზედამხედველობს, მის უწმმინდესობას მოახსენა განყოფილების თანამშრომელთა მუშაობის შესახებ. ითქვა, რომ ამჟამად პატრიარქს 41545 ნათლული ჰყავს, მათ შორის უცხოელი 400-ზე მეტი; რომ შესაძლებლობისამებრ ეხმარებიან გაჭირვებულ ნათლულთა და ასევე გარდაცვლილ…
საეკლესიო კალენდარი: 2 ოქტომბერი წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი რომის იმპერატორის, პრობუსის (276-282) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. ანტიოქიაში წარმართულ დღესასწაულზე ქალაქში ჩასული ქრისტიანები ტროფიმე და საბატი ქრისტეს ქადაგებისთვის უღმრთოებმა შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს. წარმართებმა აღმსარებლების ცემა და წამება დაიწყეს, რათა ძალით გადაედრიკათ კერპთმსახურებისაკენ. საბატი წამების დროს გარდაიცვალა, ტროფიმე…
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე, არქიმანდრიტი კირიონი გამოიკითხა. „მე მგონი, ჩემი მხრიდან უთქმელი არაფერი არ დარჩენილა. ყველაფერზე იყო საუბარი. ეს არის დახურული თემა. ვცხოვრობ დავით გარეჯში და საუბარი იყო დავით გარეჯზე“, – განაცხადა არქიმანდრიტმა ჟურნალისტებთან, გამოკითხვის დასრულების შემდეგ. ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს…
ხუთშაბათს, პირველ ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ახალი სასწავლო წელი იწყება. სწავლება ჯერჯერობით დისტანციურად, ელექტრონული რეჟიმით განახლდება. ორშაბათს, 5 ოქტომბერს, 10 საათზე კი ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული პარაკლისი აღევლინება სიონის საკათედრო ტაძარში. — tsas.ge
მართლმადიდებელი ეკლესია 1 ოქტომბერს 1661 წელს მოწამეობრივად აღსულებული კახეთის გმირების: ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების, ასევე ღირსი ევმენიოსის – გორტინელი ეპისკოპოსის, მოწამეების არიადნას, სოფიოს, ირინეს და კასტორის ხსენების დღეს აღნიშნავს. ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები კახეთის მთავარი ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები XVII საუკუნეში აღესრულენენ მოწამეობრივად….
patriarchate.ge
ა.წ. 25 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის წარმომადგენლები მიიღო. ,,დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ წარადგინა ორგანიზაციის მიერ 2020 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის“ მიერ განხორციელებული პროექტის ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობის“ მონაწილეები და გამარჯვებულები. აღნიშნულ პროექტში ჩართულია40 სკოლა და 200-მდე ბავშვი. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან რელიგიების…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიხეილ პირმისაშვილი საქართველოს ეკლესიის წევრი არ არის, რასთან დაკავშირებითაც მრევლს საპატრიარქომ ინფორმაცია მიაწოდა. „ჩვენი ეკლესიის წევრი არ არის. მის შესახებ არ ვიცით, რა უფლებით მსახურობს აქ. არ ვიცით, რა უფლებით შედის ეკლესიებში, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას. მივაწოდეთ ინფორმაცია მრევლს, რომ ეს ადამიანი საქართველოს ტერიტორიაზე მსახურობს და…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მათ ადრე არაერთხელ უთქვამთ, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით კომისია არაეფექტურად მუშაობდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო ყოფილმა კომისიამ ძალიან საეჭვო დასკვნები დადო და პროკურატურის განცხადებაც შესაძლოა, აღნიშნულ საკითხს ეხება. “რა მასალები აქვს პროკურატურას, ძალიან რთულია ჩვენთვის თქმა, რადგან ჩვენც იგივე…