ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
04.10.2020 | 17:55
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (04.10.2020)

ჩვენთან არს ღმერთი! ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გაუფრთხილდეთ ადამიანს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ერთმანეთს. ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგვიბრუნდება ჩვენ. მაცხოვარი ამბობს: ,,სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი.“ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაიხაროს ადამიანმა. დღეს ჩვენ ვლოცავთ 5 გვარს. ილოცებიან შემდეგი გვარები: ჩალაძეები, აჩუაშვილები, გერსამიები,…

03.10.2020 | 22:31
სასულიერო აკადემია და სემინარია – მზადება ახალი სასწავლო წლისთვის

ჩვენს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 2020-2021 სასწავლო წელი თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. ამისათვის სასწავლებელი საგანგებოდ მოემზადა. დისტანციური სწავლების განსახორციელებლად შეირჩა შესაბამისი საგანმანათლებლო პლატფორმა, ხოლო მაიკროსოფტის საქართველოს წარმომადგენლობისა და „აიტი აკადემია სტეპის“ ხელშეწყობით, ელექტრონული პლატფორმისა და დისტანციურად სწავლების მეთოდების ეფექტურად გამოყენების მიზნით, გადამზადდა პედაგოგთა ძირითადი შემადგენლობა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სათანადო ძალისხმევით…

03.10.2020 | 20:47
ზოგიერთი პრაქტიკული რჩევა ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებით

ჩვეულებრივ, ნათლისღების საიდუმლოს ტაძარში აღასრულებენ. ძველად იგი საღვთო ლიტურგიაში იყო ჩართული და ახალმონათლულებს იმავე მსახურებაზე ზიარებაც შეეძლოთ. დღეისათვის ეს პრაქტიკა ხმარებაში აღარ არის და როგორც წესი ნათლობის განგება ცალკე სრულდება. ყველა შემთხვევაში საჭიროა წინდაწინ მივიდეთ ეკლესიაში, გავარკვიოთ როდის უნდა მივიდეთ ნათლობისათვის და რა უნდა ვიქონიოთ თან. ბევრ ტაძარში (თუ საეკლესიო მაღაზიაში) დღეს შეიძლება ნათლისღების საიდუმლოს…

03.10.2020 | 20:42
სოფელ ნასპერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი იკურთხა

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში აკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ( 2020 წლის 26 სექტემბერი). ტაძარი ემიგრანტი ქალბატონის, მარგალიტა ირემაძის დაფინანსებითა და ძალისხმევით განახლდა. მოამზადა მარიამ გაგუამ — ambioni.ge

03.10.2020 | 20:13
თბილისში გაიმართება საიუბილეო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“

ფესტივალის მიზანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზება და ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება კლასიკური მუსიკისადმი რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიმართება 6–11 ოქტომბერს თბილისში, ღია სივრცეში და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო. ფესტივალი 6 ოქტომბერს გია ყანჩელის სახელობის (არტოს) ბაღში გაიხსნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტით „ნოტებად ქცეული გმირობა”. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გამოჩენილი ქართველი…

03.10.2020 | 18:33
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ოქტომბერს დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდას, მისი ცოლის თეოპისტიას და მათი შვილების აღაპის და თეოპისტეს ხსენების დღეს აღნიშნავს

დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედართმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების: ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს. ევსტათი ისეთი  მეომარი იყო, რომ მტრებს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. მოცალეობის ჟამს მას  ნადირობა უყვარდა. ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს მან დიდხანს სდია ირემს,…

02.10.2020 | 15:28
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა ქ. თბილისის, ანჩისხატის ტაძრის (სამხრეთი ფასადი)ქვის კონსერვაციის სამუშაოების პირველი ეტაპი

რომლის ფარგლებშიც კედელზე ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაოები.ტაძარს არაერთხელ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია,რის შედეგადაც აქ გვხვდება როგორც ძველი და ახალი ქვის წყობა,ასევე აგურიც. ამასთან ერთად წინა სამუშაოების პერიოდში მრავლად გამოყენებულია ცემენტი, რაც ამძიმებს ქვის და აგურის მდგომარეობას.დაზიანებებს შორის გვხვდება ქვის გაფხვიერება, განშრევება, ბზარები, დანაკარგები, ფრაგმენტაცია, ბიოლოგიური ნადები და სხვა. ასევე გაფხვიერებული და შესუსტებულია კირის ძველი ფენა. √ სამუშაოების…

02.10.2020 | 15:04
კულტურული მემკვიდრეობის დაცის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი “ქართუ” -ს დაფინანსებით ,დასრულდა ახმეტის მუნიციპალიტეტში , ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე დასკვნითი ეტაპი

შესრულებული სამუშაოების შედეგად : • ფასადებსა და ინტერიერში მოიხსნა მორყეული ქვები ,გაიწმინდა და დაუბრუნდა პირვანდელ ადგილს. • კედლები ამოშენდა იმავე ფორმის ზომისა და ჯიშის ქვით, ხოლო ჩრდილოეთის მინაშენის კედლებზე მექანიკური ჩარევით მოხდა არქიტავრული ქვის ადგილზე დაბრუნება. • მოიხსნა კამარა სამხრეთ მინაშენში , გადარჩენილი ქვა გამოყენებულია კედლის წყობაში, გადაეწყო კედლის საპირე წყობა. • გაიხსნა მთავარ ეკლესიის…

02.10.2020 | 14:54
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები შეხვდნენ

ა.წ. 30 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები მიიღო. შეხვედრაზე მის უწმინდესობას გააცნეს მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი 2004 წელს შეიქმნა და უფასო სამედიცინო დახმარებით (გამოკვლევები და მკურნალობა) მრავალმა გაჭირვებულმა ადამიანმა ისარგებლა. დეპარტამენტი თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, რომლებიც მკურნალობენ პაციენტებს როგორც თბილისში,…

Τα σημαντικότερα νέα