ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
08.10.2020 | 19:29
ანდრია ჯაღმაიძე: ალბათ რაც მოითხოვა აზერბაიჯანმა, იმაზე დათანხმდა ჩვენი კომისია

დავით-გარეჯი არის საპატრიაქოს კუთვნილება, ეს არის სიწმინდე და ჩვენი კულტურისა და ისტორიის ავთენტურობის ერთ-ერთი ნიშანი. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ეკლესია დგას იმ პოზიციაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავხუჭოთ თვალი და ყველა რეალობა ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „დღის ქრონიკაში განაცხადა. „რა ეფექტი შეჰქონდა ჩვენს მხარეს იმ კომისიაში, რომელმაც ხაზები…

08.10.2020 | 19:27
დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი გარეჯის საკითხზე: ამ საქმის გამოძიებამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს აზერბაიჯანთან ურთიერთობაში

ყველაზე კარგი სიტუაცია ის არის, რომ სიმართლე დადგინდება, რადგან საქმე გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან და ამ გამოსაძიებელმა საქმემ ჩვენ ხელი არ უნდა შეგვიშალოს მასთან ურთიერთობაში, – ამის შესახებ 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლუკა სუპატაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველას ის…

08.10.2020 | 19:21
რუსეთის პატრიარქი თვითიზოლაციაში გადავიდა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კარანტინში იმყოფება. მას კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჰქონდა. პატრიარქი ჯანმრთელად არის და დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხში სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 73 წლის რუსეთის პატრიარქმა გადადო ტრადიციული ვიზიტი სამების ლავრაში სერგი რადონოჟელის…

08.10.2020 | 18:44
არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) გარეჯის მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით

„გარეჯის მონასტერში 24 წლის წინ, 1996 წელს, მივედი. მახსოვს, მაშინ ჩვენი მესაზღვრე პატრული დადიოდა ქედიდან აზერბაიჯანის ახლანდელი საზღვრიდან 600 მ-ის სიღრმეში. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, იმიტომ რომ ასე გრძელდებოდა 2004 წლამდე. 2004 წელს ეს ყველაფერი შეიცვალა და ჩვენი პატრული ვეღარ დავინახე; მერე 2006 წელს უკვე გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე, იმიტომ რომ…

08.10.2020 | 18:23
საეკლესიო კალენდარი: 8 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ოქტომბერს წმიდა არსენი დიდის, კათალიკოსის ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელის, ღირსმოწამე პაფნოტი მეგვიპტელის და მისთან 546 მოწამეთა ხსენების დღეს და ღირსი სერგის, რადონეჟელი იღუმენის მიცვალებას აღნიშნავს.   წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაიბადა დაახ. 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის, ოჯახში. როდესაც არსენი სრულწლოვანი გახდა, მამამ, მირიან აზნაურმა,…

08.10.2020 | 16:29
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის ელჩს შეხვდა

ა.წ. 7 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის ელჩის ბ-ნ რუბენ სადოიანის ინიციატივით მოხდა მისი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. საუბრის დროს იგი შეეხო ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე….

08.10.2020 | 16:27
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

ა.წ. 8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ბ-ნი ფაიდ გულიევი მიიღო. საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ბ-ნმა ელჩმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, ასევე გავრცელებული განცხადებისა და…

08.10.2020 | 13:57
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური – მიგვაჩნია, რომ ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ ყოველგვარი ცილისწამება პირდაპირ უკავშირდება დავით გარეჯის პრობლემატიკას

საქართველოს საპატრიაქოში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირების მორიგი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) და სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ. „ბოლო დროს მედიასივრცესა და საზოგადოების ნაწილში უამრავი კითხვა დაგროვდა აღნიშნული თემის შესახებ. სწორედ ამიტომ,…

07.10.2020 | 17:42
ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებით 2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. შესრულებულია შემდეგი სახის სამუშაოები : * მოეწყო ფლეთილი ქვის თარო-კარნიზი ადგილობრივი ქვით , ასევე – კირდუღაბის ფენა კრამიტის ქვეშ. * სახურავი გადაიხურა ქართული კრამიტით კირდუღაბზე. * ფასადებსა და…

Τα σημαντικότερα νέα